რეფორმერმა საარჩევნო პროგრამის განხილვა სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთში გამართა
6 სექტემბერს პარტია რეფორმერმა სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთში პარტიის საარჩევნო პროგრამის წინასაპრეზენტაციო განხილვა მოაწყო. პარტიის თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან ერთად ისაუბრა პროგრამის ძირითად ასპექტებზე, რაზედაც რეფორმერის გუნდი მუშაობდა.
პარტია რეფორმერის ლიდერებმა აგვისტოს თვის განმავლობაში მოაწყვეს ვორქშოფები, პოლიტოლოგებთან და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან. შეხვედრებზე მოისმინეს მათი მოსაზრებები პრობლემურ საკითხებზე, რომელთა გათვალისწინებაც მოხდა პარტიის საარჩევნო პროგრამის მომზადების დროს.
თორნიკე ჯანაშვილი (პარტია რეფორმერის თავმჯდომარე): "ჩვენი პროგრამა განსაზღვრავს რეფორმერის პოლიტიკურ ხედვას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. რეფორმერი პროგრამაში აქცენტს აკეთებს თვისებრივი, სისტემური, შინაარსობრივი ცვლილებების საჭიროებაზე, რომელიც აუცილებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებული, არადამაკმაყოფილებელი შედეგების მომცემი პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ჩარჩოებისგან თავის დასაღწევად და განვითარების ტემპის დასაჩქარებლად".
მისი თქმით, რეფორმერის პროგრამა, ხედვები და მიდგომები ემყარება იმ ძირითად პოსტულატებს, რომელიც ორგანულად გამომდინარეობს ეფექტური სახელმწიფოებრივი მმართველობის ორგანიზებისა და საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნებიდან.
ცენტრიზმი — აქცენტი საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემური საკითხების მოგვარებაზე, სადაც იდეოლოგიური ჩარჩო (მემარჯვენეობა ან მემარცხენეობა) არ უნდა გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი.
პირდაპირი დემოკრატია — საქართველოს თითოეული მოქალაქის სრული ჩართულობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროგრესივიზმი — განვითარებისკენ და უკეთესი მომავლისკენ ლტოლვა, მზაობა პოზიტიური სიახლეების მიღებისა და დანერგვისადმი.
პროდასავლურობა — ევროკავშირში სრული ინტეგრაცია, ევროპული ღირებულებებისა და მიღწევების სრული გაზიარება. ჩვენი საზოგადოების სოციო-კულტურული თავისებურებებისა და ღირებულებების გათვალისწინებით საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი წევრია.
ლიბერალიზმი — ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა და უზრუნველყოფა. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერი ცვლილების, რეფორმის, პროექტისა თუ პროგრამის, ისევე, როგორც ზოგადად პოლიტიკის საბოლოო ადრესატი ადამიანია, და არაფერს აქვს მნიშვნელობა, თუ შედეგები თითოეულ ადამიანზე არ აისახება.
რეფორმერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი მმართველობის და ეკონომიკური მოდელის ისეთი წესით რეფორმირება, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის საგრძნობი შედეგის უფრო სწრაფად მიღწევას განაპირობებს.
როგორც პარტიის თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, პარტიის საარჩევნო პროგრამაში ასახულია ის ძირითადი მიმართულებები, რაც რეფორმერის მიერ ჩატარებული კვლევით ძირითად პრობლემებად იყო იდენტიფიცირებული. რეფორმერის პროგრამის მნიშვნელოვანი ასპექტებია განათლება, დეცენტრალიზაცია, ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებება.
პარტია რეფორმერის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები