ხელისუფლებამ კიდევ ერთი პროექტი ჩააგდო, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია — აქუბარდია
სტრატეგია აღმაშენებლის სპიკერის თეონა აქუბარდიას განცხადებით ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2018 წელს დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი ჩააგდო, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სამეზობლოში მხოლოდ საქართველოს არ აქვს.
აქუბარდიას თქმით, ეს პროექტი დაიცავდა ქვეყანას კრიტიკულ პერიოდში უწყვეტი გაზმომარაგებით, გაზრდიდა გაზის სისტემის მოქნილობას და მოგვცემდა სეზონური დისბალანსის რეგულირების შესაძლებლობას საკუთარი ძალებით. სწორედ ამიტომ სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი მთავრობას მიმართავს განუმარტოს საზოგადოებას, თუ როგორ აპირებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, რა ბედი ეწია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის იმ გეგმას, რომელიც დაიცავდა საქართველოს მოსახლეობას კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში უწყვეტი გაზმომარაგებით უზრუნველყოფაში.
"მთავრობამ გაურკვეველი დროით გადადო საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2018 წელს დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი ჩააგდო, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სამეზობლოში მხოლოდ საქართველოს არ აქვს. საუბარია მიწისქვეშა გაზსაცავზე, რომელიც დაიცავდა კრიტიკულ პერიოდში ქვეყანას უწყვეტი გაზმომარაგებით, გაზრდიდა გაზის სისტემის მოქნილობას და მოგვცემდა სეზონური დისბალანსის რეგულირების შესაძლებლობას საკუთარი ძალებით. ამას გვავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც, რომელიც 2023 წლამდე უნდა შესრულებულიყო, თუმცა დღეს უკვე გაურკვეველია ექნება თუარა ქვეყანას გაზსაცავი", — აცხადებს აქუბარდია.
აქუბარდია აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით გერმანიის განვითარების ბანკიდან (KFW) პროექტისთვის გამოყოფილი სესხის მიზნობრიობა აგვისტოში შეიცვალა. "ეს 120 მილიონი ევრო COVID 19-ის კრიზისზე მიმართა, მაშინ, როდესაც ამ ფონდიდან მთავრობა არ თაკილობს 45 მილიონის თავის შემომწირველებზე და ახლობლებზე გაცემას. ამ სესხის მიღებისთვის კი რამოდენიმე წელი დაიხარჯეს", — აღნიშნავს ის.
სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი მიმართავს მთავრობას, განუმარტოს საზოგადოებას თუ როგორ აპირებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას. "რა ბედი ეწია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის იმ გეგმას, რომელიც დაიცავდა ჩვენს მოსახლეობას კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში უწყვეტი გაზმოარაგებით და მოგვცემდა საშუალებას სამომავლოდ საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას", — აცხადებს თეონა აქუბარდია.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები