თანხა, რომლითაც მთავრობა მოწყვლად ჯგუფს უნდა დახმარებოდა, ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა — რატიანი
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, ჭიათურის მერიის კორუფციულ სქემაზე აკეთებს განცხადებას.
სერგო რატიანის თქმით, პანდემიის პერიოდში, როდესაც მთავრობა საკვები პროდუქტებით ეხმარებოდა სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს, ჭიათურის მერიამ მერთან დაახლოებული პირის კომპანიასთან ტენდერი გააფორმა და მასთან შეთანხმებით პროდუქტებზე ხელოვნურად გაზარდა ფასები. რატიანმა აღნიშნა, რომ თანხა, რომლითაც მთავრობა ყველაზე მოწყვლად ჯგუფს უნდა დახმარებოდა, წავიდა ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული პირების ჯიბეში.
"მოგეხსენებათ, ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, არის სიღარიბე, უმუშევრობა იზრდება კატასტროფულად, 80 000 ბავში შიმშილობს და 60%-ით არის გაზრდილი ფასები. ამის საფუძველი არის ქართული ოცნების ხელისუფლების კორუფციული მმართველობა და ხედვის არარსებობა. ქვეყანამ თუ შეინარჩუნა ეს მიმართულება ჩვენ მომავალი ათწლეულები ვიქნებით ძალიან მძიმე მდომარეობაში. ქვეყანაში არის კორუფცია და მინდა, რომ ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანო. შემდეგშიც მოგახსენებთ თუ რა მძიმე ვითარებაა იმ ოლქში, სადაც ვიყრი კენჭს", — აღნიშნა რატიანმა.
მისი თქმით, ჭიათურის მერიამ პანდემიის პერიოდში პროდუქტები მაღალ ფასად შეიძინა.
"მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ პანდემიის დროს გადაწყვიტა, დახმარებოდა სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ოჯახებს. აკეთებდა შესყიდვებს და ოჯახებისათვის პროდუქტები მუნიციპალიტეტს მიჰქონდა. სამწუხაროდ, შემაშფოთებელია, რომ ეს მდგომარეობა მათ გამოიყენეს თავიანთი თავების და ახლობლების გასამდიდრებლად. ჭიათურის მერიამ, პანდემიის პერიოდში, გააკეთა 184 000 ლარის შესყიდვა, რომელშიც შედიოდა პირველადი მოხმარებისა და საკვები პროდუქტები, თუმცა ყველგან არის გადაცდომა და შემაშფოთებელია, რომ ეს პროდუქტები გაცილებით მაღალ ფასად აქვთ ნაყიდი, ვიდრე ჭიათურის ნებისმიერ მაღაზიაში იგივე პროდუქტის საბითუმო ფასი იქნებოდა. მაგალითად, მუნიციპალიტეტმა, 2 კილოგრამ შაქარში, 4.20 ლარი გადაიხადა, როდესაც მისი ფასი არ აღემატებოდა 3.30 ლარს. იგივე პრაქტიკაა გამოყენებული სხვა პროდუქტებზეც", — აცხადებს რატიანი.
რატიანის განცხადებით, ევროპულ საქართველოს აქვს გეგმა, როგორ შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები 2 მლრდ ლარით. "ეს არის უმძიმესი დანაშაული, რაც უნდა იქნას გამოძიებული. ეს პრაქტიკა უნდა შევაჩეროთ, სწორედ ამიტომ, ევროპულ საქართველოს აქვს გეგმა, რომ ბიუროკრატიული ხარჯები 2მლრდ. ლარით უნდა შემცირდეს, ეს არის თანხა, რომელიც უნდა დარჩეს ეკონომიკაში, ხალხს და ეს თანხა არ უნდა ხმარდებოდეს კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოკვებას", — აღნიშნავს რატიანი.
"ასევე საგულისმოა, რომ ის კომპანია, რომელთანაც მუნიციპალიტეტმა გააფორმა სატენდერო ხელშეკრულება, არის ჭიათურის მერთან დაახლოებული პირი, კონკრეტულად ეს პირი არის გაგა ბრეგაძე, რაც უფრო ართულებს სიტუაციას. ფასები ამ პირთან შეთანხმებით არის ხელოვნურად გაზრდილი და ეს თანხა წასულია ჩინოვნიკების ჯიბეში, ნაცვლად იმისა, რომ ამ თანხით ხელისფლება ყველაზე მოწყვლად ჯგუფს დახმარებოდა", — განაცხადა სერგო რატიანმა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები