ქვეყანაში არსებული 135 000 გრიპის ვაქცინა მინიმალურ მოთხოვნასაც ვერ დააკმაყოფილებს — სერგო ჩიხლაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე საქართველოში კოვიდ 19-ის და სეზონური გრიპის თანხვედრის პერიოდში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და მთავრობას საჭირო და გადაუდებელ ქმედებებზე მიანიშნებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ქვეყანაში გრიპის ვირუსის აცრებისთვის საჭირო ვაქცინების სამმაგი მარაგი, ვიდრე ეს მთავრობას აქვს მომარაგებული. ის მთავრობას სთავაზობს, რომ გაორმაგებული სახით გაფართოვდეს ლაბორატორიათა ქსელი, რომლებშიც მოლეკულური ტექნოლოგიით მოხდება დიფერენციალური დიაგნოსტიკა გრიპის ვირუსსა და კორონავირუსს შორის.
"გვიახლოვდება ოქტომბრის ბოლო, როდესაც იწყება ქვეყანაში სეზონური გრიპის აქტიური პერიოდი. ეს არის ძალიან მძიმე დრო, როდესაც სეზონური გრიპი და კორონა ვირუსი ერთმანეთს დაემთხვევა და მოხდება ამ ორი ინფექციის თანხვედრა. ამ პროცესების სამართავად ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი, კერძოდ, სათანადო რაოდენობის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგის შექმნა ქვეყანაში და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების აწყობა ქვეყნის მასშტაბით, სადაც მოხდება დიფერენციალური დიაგნოზი, გამიჯვნა ადამიანს კორონა ვირუსი აქვს თუ სეზონური გრიპი", — აღნიშნავს ჩიხლაძე.
მისი თქმით, მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში შემოვა 135 000 გრიპის ვაქცინა, რაც მინიმალურ მოთხოვნასაც კი ვერ დააკმაყოფილებს. "შეგახსენებთ, რომ შარშან კორონავირუსის არარსებობის შემთხვევაშიც კი, შემოტანილი იყო 140 000 გრიპის ვაქცინა, აქედან 40 000 ვაქცინამდე შემოიტანა კერძო სექტორმა. ყველას გვახსოვს, როგორი მოთხოვნილება იყო შარშანაც, ადამიანები მიდიოდნენ სამედიცინო დაწესებულებებში და იქ კი ფიზიკურად აღარ იყო საჭირო რაოდენობა, ვიმეორებ ეს შარშან, როდესაც არ არსებობდა კოვიდ-19. ამ ფონზე, წელს მხოლოდ 135 000 ვაქცინით მზაობა არის მიზერულზე მიზერული და სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მოსახლეობის 4% იც ვერ შეძლებს ამის სარგებლობას, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებს თითქმის 40-50-60% იანი მზაობა აქვთ მარაგების კუთხით", — აცხადებს ჩიხლაძე და მეორე მიმართულების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ლაბორატორიათა ქსელის გაფართოვებას ითვალისწინებს, სადაც მოლეკულური ტექნოლოგიით მოხდება დიფერენციალი დიაგნოსტიკა გრიპის ვირუსსა და კორონავირუსს შორის.
ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ იმ ტემპებით და ორგანიზებით რასაც მთავრობა აჩვენებს, შეიქმნება სერიოზული პრობლემები როგორც ეპიდემიის მართვაში, ასევე პაციენტთა ნაკადის მართვაში.
"ასევე, არასაკმარისია იმ ლაბორატორიების რაოდენობა სადაც დიფერენციალური დიაგნოსტიკა მოხდება კორონავირუსსა თუ სეზონური გრიპს შორის. მხოლოდ 21 ლაბორატორია, რასაც მთავრობა ამზადებს, არასაკმარისია და შექმნის პირდაპირი გაგებით ქაოსს, რადგან წელს უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობას ექნება საჭიროება მსგავსი ტესტირების ჩატარების", — მიაჩნია სერგო ჩიხლაძეს.
აქედან გამომდინარე, სტრატეგია აღმაშენებელი ორი კონკრეტული მოთხოვნით, ერთგვარი ინიციატივით გამოდის.
"პირველი, სასწრაფოდ დაიწყოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკება რომ მინიმუმ 3-ჯერ მეტი რაოდენობის გრიპის ვაქცინა შემოვიდეს ქვეყანაში, რომ დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მინიმალური მოთხოვნილება მაინც. 135 000 ვაქცინა მინიმალური მოთხოვნებისთვისაც კი არ არის საკმარისი! ამავე დროს, დაიწყოს დროული მოლაპარაკება კერძო სექტორთანაც, მიეცეთ მათ მკაფიო ინსტრუქცია, რომ მათაც უზრუნველყონ თავიანთ ქსელებში ვაქცინის შესაბამისი რაოდენობის არსებობა. და მეორე, სასწრაფოდ გაფართოვდეს, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს ლაბორატორიათა ქსელი, რომლებშიც მოლეკულური ტექნოლოგიით მოხდება დიფერენციული დიაგნოსტიკა, და გაირკვევა არის გრიპის ვირუსი, თუ კორონავირუსული ინფექცია. 21 ლაბორატორია არ არის საკმარისი და ეს ნაკლოვანება შექმნის სრულ ქაოსს და პანიკას მოსახლეობაში, რადგან, კიდევ ვიმეორებ, წელს იქნება გაზრდილი მოთხოვნა და საჭიროება როგორც ვაქცინებზე, ასევე დიაგნოსტიკურ პროცედურებზე", — აღნიშნავს ჩიხლაძე.
მისი თქმით, სტრატეგია აღმაშენებელმა ჯერ კიდევ აპრილში წარმოადგინა ალგორითმი, მექანიზმი თუ როგორ უნდა დაიქსელოს მთელი ქვეყანა სადიაგნოსტიკო პუნქტებით, რომ მოსახლეობას დიაგნოსტიკა-ტესტირებაზე პრობლემები არ შეექმნას.
სტრატეგია აღმაშენებელი მიიჩნევს, რომ ამ ორი ინიციატივის წარმატებით განხორციელების და კარგად მომზადების პირობებში, შესაძლებელი იქნება, ამ ორი ინფექციის თანხვედრის პირობებში, პროცესების ეფექტური მართვა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები