კავკასუს ონლაინი კომუნიკაციების კომისიის შესახებ Capacity Media-ს სტატიას აქვეყნებს
საერთაშორისო გამოცემა Capacity Media საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესახებ წერს და სარედაქციო სტატიაში კავკასუს ონლაინის წილის გასხვისების საკითხს მიმოიხილავს.
სტატიას, სათაურით: "წამზომი ჩართულია - საქართველომ კავკასუს ონლაინის მფლობელებს ახალი ულტიმატუმი წარუდგინა", კავკასუს ონლაინი ავრცელებს:
"საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიამ კიდევ ერთი სხდომა გამართა და კავკასუს ონლაინის აქციების ახალ მფლობელს წილის დაბრუნების ახალი ვადა დაუთქვა.
საინვესტიციო გარიგება კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის აგვისტოშივე გაასაჩივრა და განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული კავკასუს ონლაინის წილის 49%-ის გასხვისების შესახებ, რაც კანონის დარღვევად შეაფასა.
ხელისუფლებამ ივლისის შუა რიცხვებში "საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" შეცვალა და კომისიას საეჭვო უფლებები მიანიჭა. ამ უფლებით უკვე ისარგებლა კომუნიკაციების კომისიამ და კომპანიას ულტიმატუმი წაუყენა: კავკასუს ონლაინის წილის ახალმა მფლობელმა 20 სექტემბრამდე გარიგება უნდა გააუქმოს, ან მას "სპეციალურ მმართველს" დაუნიშნავენ, რომელსაც ყველაფრის განკარგვის უფლება მიენიჭება.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ კაპიტალსიტის კითხვებზე განაცხადა, რომ: "კომისია, როგორც წესი, კომპანიებისგან ბენეფიციარების შესახებ რეესტრის განახლების ინფორმაციას ითხოვს. 11 თვის წინ, ამ სტანდარტული პროცედურის გავლის შემდეგ გამოვლინდა, რომ კავკასუს ონლაინმა ისე შეცვალა კომპანიის 49%-ის მფლობელი, ამის შესახებ მარეგულირებლისთვის არ შეუტყობინებია".
კომპანიის 49% ის ახალი ბენეფიციარი ნექსოლ ჰოლდინგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წილის შეძენამდე, გარიგების კანონიერების შემოწმების მიზნით, მათ ურთიერთობა ჰქონდათ სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოებთან, კომუნიკაციების კომისიასთან და სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურთან.
მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების კომისია ამტკიცებს, რომ აქციების საკუთრების უფლებაზე ცვლილებების შესახებ ისინი ინფორმირებულნი არ იყვნენ. ბოლო 11 თვის მანძილზე კომისიამ კავკასუს ონლაინი რამდენჯერმე გააფრთხილა და დააჯარიმა, მათ შორის: 30 000 და 90 000 ლარით და ბოლოს 3-ჯერ გამოიყენა ფულადი ჯარიმის უმაღლესი ოდენობა - 270 000 ლარი.
ახალ ბენეფიციართან გარიგების გაფორმების შემდეგ, კავკასუს ონლაინმა "ციფრული აბრეშუმის გზის" პროექტის ფარგლებში, აზიის და ევროპის ახალი ინფრასტრუქტურით დასაკავშირებლად, მოძველებული საკაბელო ქსელის რეაბილიტაციისთვის მზადება დაიწყო.
კაპიტალ მედიას კომპანიაში უდასტურებენ, რომ „ნექსოლ ჰოლდინგის“ განზრახვა არ შეცვლილა და ისინი „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტისთვის საქართველოში ინვესტიციის განსახორციელებლად მზად არიან.
კომპანიის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ ტაგიევი აცხადებს, რომ "ძალიან გაკვირვებულები და იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ქმედების შემდეგ, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს ჩვენი პროექტის ჩაშლას და ქვეყნის ეკონომიკის შეფერხებას. ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ, ევროპასთან რეგიონის უმაღლესი საიმედოობის ციფრულ კავშირს უზრუნველყოფს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაერევა კომისიის გადაწყვეტილებებში და უზრუნველყოფს კანონიერების და ჩვენი ინვესტიციის დაცვას".
ივლისის შუა რიცხვებში საქართველოს პარლამენტმა "კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" ცვლილებები მიიღო და კომუნიკაციების კომისიას მიანიჭა უფლება, კავშირგაბმულობის კომპანიებში დროებითი სპეციალური მმართველი დანიშნოს. სპეციალურ მმართველს შეეძლება შეცვალოს კომპანიის დირექტორი; გაწყვიტოს მანამდე არსებული ხელშეკრულებები და გააფორმოს ახალი; გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილებები; განკარგოს მოგება და შემოსავალი; შეასრულოს კომპანიის მმართველისთვის მინიჭებული ყველა სხვა ფუნქცია;
ამას აკეთებს კომუნიკაციების კომისია მას შემდეგ, რაც ევროკავშირისგან მიიღო გრანტი 1,7 მილიონი ევროს ოდენობით, ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ეს ყველაფერი მარეგულირებელს 2017-2019 წლებში უნდა შეესრულებინათ".
გამოცემა Capacity Media წარმოადგენს სპეციალურ მედიასაშუალებას საკომუნიკაციო ბაზრის შესახებ, რომელიც ყოველდღიურად აშუქებს საბითუმო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების და მსხვილი მიმწოდებლების ამბებს. მისი ძირითადი ამოცანა ბიზნესის იმ პრობლემების გაშუქებაა, რომლებსაც ოპერატორები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ბაზარზე აწყდებიან.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები