ჩვენ ვსაუბრობთ გაჭირვებაზე, სამუშაო ადგილებზე, იმაზე, რომ ერთი ძალის ხელში არ იყოს მოქცეული ძალაუფლება — ნადირაშვილი
ევროპული საქართველოს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი, დავით კირკიტაძის განცხადებას ეხმაურება.
ირმა ნადირაშვილის თქმით, ევროპული საქართველოს შედარება პატრიოტთა ალიანსთან არასწორია, რადგან მათ არ აქვთ საერთო ინტერესები არც ქართულ ოცნებასთან და საკუთარი პოლიტიკით ევროპული საქართველო არ ასხამს წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ორიენტირებულია მომავალზე, გარდამტეხ ცვლილებებზე, კონკრეტულ გეგმაზე და ამ პრიორიტეტებით პარტია განსხვავდება როგორც ნაციონალური მოძრაობისაგან, ისე ქართული ოცნებისაგან.
"მინდა გამოვეხმაურო ბატონი დავით კირკიტაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ევროპული საქართველო პატრიოტთა ალიანსს დაემსგავსა. პატრიოტთა ალიანსთან მსგავსება არის, როდესაც საერთო ინტერესები გაქვს ქართულ ოცნებასთან და ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება ბიზნეს ინტერესებიც კი იყოს. პატრიოტთა ალიანსი ხარ, როდესაც ნებით თუ უნებლიეთ, შენი პოლიტიკით და საარჩევნო მიმართულებებით ასხამს წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე, როდესაც გინდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება, როდესაც ქვეყანაში იყო ერთპიროვნული მმართველობა, ისევე როგორც ეს არის დღეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დროს, როცა ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია თავმოყრილი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. თუმცა ჩვენ ეს ინტერესები ნამდვილად არ გვაქვს", — აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
მისი თქმით, ევროპული საქართველო ორიენტირებულია მომავალზე და გარდამტეხ ცვლილებებზე. "ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების გაჭირვებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, იმაზე, რომ ერთი კონკრეტული ძალის ხელში არ იყოს მოქცეული ძალაუფლება თავმოყრილი. ეს არის ევროპული საქართველოს მთავარი პრიორიტეტები, ეს არის სხვაობა ნაციონალურ მოძრაობასთან და ქართულ ოცნებასთან", — აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები