უხვი ნალექის გამო ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე სპეც-ტექნიკაა მობილიზებული და გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ლაშიჭალაში შესაბამისი უწყების წარმომადგენელი იმყოფებიან. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.