სტრატეგია აღმაშენებელს მერია აბსურდული მუხლით ედავება და 55 ათასი ლარის გადახდას ითხოვს — თეონა აქუბარდია
სტრატეგია აღმაშენებლის სპიკერი თეონა აქუბარდია უკანონოს უწოდებს თბილისის მუნიციპალური სამსახურის მიერ გამოწერილ 55 ათასი ლარის ჯარიმას და მიაჩნია, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების შევიწროებას განაგრძობს. მისივე განცხადებით, თუ თბილისის მერია დღეს არ დააკმაყოფილებს პოლიტიკური პარტიის საჩივარს აღნიშნულ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, პარტიის ინტერესების დაცვის მიზნით, სხვა ინსატანციას მიმართავს.
"საჩივრით მივმართეთ მერიას და მოვითხოვეთ ამ უკანონობის აღკვეთა, კერძოდ, სტრატეგია აღმაშენებელი მუნიციპალურმა სამსახურმა უკანონოდ, 55 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზად კი სრულიად აბსურდული მუხლი დასახელდა. თითქოს ჩვენ საარჩევნო პერიოდში კანონის დარღვევებით ვაწარმოებდით საარჩევნო კამპანიას. ანალოგიური პრაქტიკა დღემდე არ ყოფილა, არცერთ საარჩევნო პერიოდში. გვედავებიან, თითქოს უკანონო ინსტალაციებით გვქონდა ტენტები, მაშინ როცა თბილისის მერია ჩვენი მხრიდან ინფორმირებული იყო და მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია მიწოდებული სტრატეგია აღმაშენებლის მხრიდან, რომ ვგეგმავდით აღნიშნული ტიპის საარჩევნო კამპანიის წარმოებას. ნაცვლად იმისა, რომ მერიას ეპასუხა და შესაბამის სამსახურთან გადაეგზავნა ჩვენი მიმართვა, მათ პარტიას გამოუწერეს 55 000 ლარიანი ჯარიმა. რა თქმა უნდა ჩვენ გავასაჩივრეთ აღნიშნული ჯარიმა მერიაში. დღეს მიმდინარეობს განხილვა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ, როგორც ეუთო ოდირის სადამკვირვებლო კომისიას, ასევე ყველა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას" — აცხადებს აქუბარდია.
მისი თქმით, ჯარიმა უკანონოა და პარტია აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. "ის მუხლი, რასაც ჩვენ გვედავება მერია სრულიად გაუგონარია, თითქოს ეს არის უკანონო ინსტალაცია ისევე, როგორც კონდიციონერების დაყენება ფასადის დამახინჯების მიზნით. ანალოგიური მუხლით დაჯარიმება, უბრალოდ, სასაცილოა. ასევე, ბუნდოვანია მათი პასუხი, რომ ჩვენ თურმე აუქციონზე უნდა შეგვეძინა ადგილი, რაც გულისხმობს, მეტროსთან ხელმოწერების შეგროვებას. რა თქმა უნდა აუქციონზე ამას ვერ შევძლებდით, ეს კიდევ ერთი ბიუროკრატიული მიზეზია, იმისთვის რომ მოხდეს ხელის შეშლა პარტიის საქმიანობაში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს მიუთითებს ჯარიმის უკანონობაზე და ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და დღევანდელი განხილვის შედეგად, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ჩვენი საჩივარი დაკმაყოფილებული, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს. ჩვენ ყველა კანონიერი გზით დავიცავთ ჩვენს ინტერესებს", — აცხადებს თეონა აქუბარდია
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები