გიგი უგულავა გაეროს საკვები პროგრამის 2020 წლის შიმშილის ანგარიშს ეხმაურება
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, გაეროს საკვები პროგრამის 2020 წლის შიმშილის ანგარიშს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოსახლეობის 8.2% არასრულფასოვნად იკვებება, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
გიგი უგულავას თქმით, ეს სტატისტიკა რეალურია, რაც ჩანს ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით კი სოფლებში. უგულავამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ივანიშვილის გარემოცვა ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდება, ხოლო სხვა ადამიანები ღარიბდებიან.
უგულავას თქმით, ამ ყველაფრის აღმოფხვრას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, რომლებიც რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ უნდა განხორციელდეს.
"სამწუხაროდ, როგორც წესი, გარედან შეძახილი გვჭირდება იმ სტატისტიკისთვის, რასაც ხშირად შიგნით ვერ ვხედავთ ხოლმე. როდესაც გაივლი საქართველოს სოფლებში, დაგხვდება უამრავი ცარიელი მიტოვებული სახლი, კანტიკუნტად, მარტოხელა მოხუცებულები, უპატრონოდ დატოვებულები და ბავშვები, რომლებიც აქა-იქ დარბიან. ასეთი მძიმე სურათი, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაშია, განსაკუთრებით კი სოფლებში, გვაგონებს 90-იანი წლების სურათს. ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, რომელსაც მართავს მილიარდერი. ივანიშვილის პირობებში ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა კი ასტრონომიული სისწრაფით ღარიბდება", — განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, საქართველოში შიმშილობის სტატისტიკა პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის ხელმძღვანელობასთან.
"ამ სტატისტიკის მიხედვით, 8.5% არასრულფასოვნად იკვებება და რომ ვნახოთ ქვეყნები გარშემო, მაგალითად, უკრაინა, იქ მაჩვენებელი 3.5%-ია. სომხეთშიც ეს ციფრი 2.5%-ია — იმ ქვეყანაში, რომელიც მოქცეულია ეკონომიკურ თუ სავაჭრო ბლოკადაში. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ჩვენშია. შესაძლებელია, რომ რეგიონის მასშტაბით არსებობდეს იგივე პრობლემები, თუმცა როდესაც ჩვენ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გვაქვს 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი სიღარიბის მაჩვენებელი, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. მილიარდერის პირობებში გაღარიბდა ქვეყანა, გაიზარდა საგარეო ვალი, რომელიც ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ, და გამოსავალი არის ერთი — დრამატული და გარდამტეხი ცვლილებები, რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ", — დაამატა გიგი უგულავამ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები