ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე გაანიავა ქართველი ხალხის ქონება — მიქაუტაძე
ლელოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის მიერ თელასში 25%-იანი წილის მიზერულ თანხად გაყიდვით, საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ქართველი ხალხის ქონება კიდევ ერთხელ გაანიავა.
გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ერთი წლის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა უარყოფდა, დადასტურდა და დღეს სახელმწიფო აქტივი კონკურენციის გარეშე გასხვისდა.
"ერთი წლის წინ გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბიზნესჯგუფი, რომელმაც დღეს შეიძინა ეს წილი, აპირებდა თელასის ყიდვას, თუმცა მაშინ მთავრობა უარყოფდა ამ ფაქტს. ამიტომ ვსვამ კითხვას, რა შეიცვალა მას შემდეგ, რატომ აღმოჩნდა ასე სასწრაფოდ აუცილებელი შუა კორონა ეპიდემიის დროს, როდესაც ზოგადად შემცირებულია ინტერესი ინვესტორების მხრიდან, სასწრაფოდ, ერთ თვეში გაყიდულიყო ეს აქტივი", — განაცხადა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, ამასთან, დაბალი იყო საწყისი ფასი, დაახლოებით, 10 მილიონ დოლარი, მაშინ, როდესაც თელასის 75% 1998 წელს 25 მილიონ დოლარად გაიყიდა.
"მას შემდეგ კომპანიაში განხორციელდა, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია. დღეს ამ პირობებში სახელმწიფო ამბობს, რომ ის 25%-იანი წილი, რომელიც დარჩა ქვეყანას, მხოლოდ 10 მილიონი დოლარი ღირს. ეს ცალსახად არის კორუფციული და საეჭვო და ჩვენ ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ", — აღნიშნა მან.
გიგლა მიქაუტაძე მთავრობას რამდენიმე კითხვით მიმართავს. კონკრეტულად კი, გახარიასგან ელოდება პასუხს, რატომ გახდა აუცილებელი სასწრაფოდ თელასში სახელმიწფო წილის გაყიდვა და რატომ ასეთ დაბალ ფასად. ის მოითხოვს, გასაჯაროვდეს აუდიტორული დასკვნა და ყველა იმ კომპანიის სია, რომელიც სახელმწიფომ აუქციონში მოიწვია, თუ ასეთი არსებობს ბუნებაში.
მიქაუტაძემ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც მიმართა, რათა მიმდინარე პროცესი შეაჩერონ, შეიწავლონ კარგად და დასვან იგივე კითხვები, რასაც სვამს ლელო და სანამ არ მიიღებენ პასუხებს, ტრანზაქცია შესრულებულად არ ჩათვალონ.
"მინდა გითხრათ, რომ ლელოს "მარშალის გეგმის" მიხედვით სახელმწიფო კომპანიები განკერძოვდება გამჭვირვალე გზით. ჩვენ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს, როდესაც სახელმწიფო ქონება გასხვისდება მხოლოდ საფონდო ბირჟის საშუალებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მცირე წილი მაინც შეიძინოს სახელმწიფო ქონებიდან", — აღნიშნავს მიქაუტაძე
მისივე განცხადებით, ამით სახელმწიფო ქონების მიტაცება-განიავების მანკიერი ტრადიცია საქართველოში დასრულდება.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები