პოლიტიკა ქალებს ნაკლებად აინტერესებთ, ამ საქმიანობას მეტი გამბედაობა სჭირდება — ხვიჩია
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი,იაგო ხვიჩია სექსისტურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ კაცები უფრო მეტად არიან გამბედავები და პოლიტიკა ქალებს ნაკლებად აინტერესებთ, რადგან, მისი თქმით, ამ საქმეს სწორედ "გამბედაობა" სჭირდება. ამის შესახებ მან ბათუმელებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ხვიჩიას თქმით, არსებობს პროფესიები, რომლებიც კაცებს უფრო მეტად აინტერესებთ და პირიქით — ქალებს უფრო მეტად აინტერესებთ. ქალების უფლებებზე საუბარი გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით კითხვების შემდეგ გაგრძელდა. ჟურნალისტის შემდეგი კითხვა ეხებოდა იმას, მოიაზრებს თუ არა იაგო ხვიჩია ქალებისთვის ნაკლებსაინტერესოდ პოლიტიკას, რასაც მაჟორიტარობის კანდიდატი სექსისტურად პასუხობს:
"ნაკლებად აინტერესებთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალი პოლიტიკოსი მაგარი არ შეიძლება იყოს, პროცენტულად რომ ავიღოთ 1 000 კაცი და 1 000 ქალი, რომელი უფრო მეტი გამოხატავს რაოდენობრივად პოლიტიკის ინტერესს, კაცების რაოდენობა იქნება ბევრად მეტი, ვინაიდან ეს საქმიანობა არის უფრო რისკიანი, თავის თავში მოიცავს უფრო მეტ სარისკო საქმეს, მეტი გამბედაობა სჭირდება რაღაცნაირად", — აღნიშნავს ის.
ჟურნალისტის კითხვაზე, საიდან დაადგინა, რომ ქალებს გამბედაობა არ აქვთ, იაგო ხვიჩია მორიგ სექსისტურ პასუხს სცემს:
"გამბედავები როგორ არ არიან, მაგას კი არ ვამბობ, ყველა ქალი ასეთია, მაგრამ კაცები უფრო მეტად არიან გამბედავები. ქალები უფრო მეტად სხვა რამეს არჩევენ, ბიოლოგიური მოცემულობაა ეს, ყველგან ასეა, სამყაროში. მაგალითად, ძალადობისკენ მიდრეკილ პროფესიებს უფრო ნაკლებად ირჩევენ ქალები ფიზიკურად, ასეთია, მაგალითად, ჯარისკაცები, სადაც ქალები არიან, მაგრამ უმეტესობა კაცები არიან. მაგალითად, აღმზრდელები, ძიძები პროცენტულად ქალები მეტნი არიან? მათი ბუნებიდან გამომდინარე, ეს მათთვის უფრო გასაგებია. განა კაცი ძიძები არ არსებობს, უბრალოდ ნაკლებად ირჩევენ. ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავია, რომ ქალები და კაცები განვსხვავდებით ერთმანეთისგან, უფლებრივად ვართ თანასწორები თორემ, თავისთავად ცხადია, რომ როცა ადამიანები განსხვავებულები ვართ, მათ შორის, სქესის ნიშნითაც, ჩვენ სხვადასხვა რამეები გვაინტერესებს".
გარდა ამისა, მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ არცერთი შემთხვევა ქართულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს, როდესაც ქალები სქესის მიხედვით დაიჩაგრნენ.
"იმის მიუხედავად, რომ დიდი ქვეყანა არ ვართ, არცერთი შემთხვევა ქართულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს, როცა ქალები სქესის მიხედვით დაიჩაგრნენ. ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. როცა არასამთავრობო სექტორს ვხდებოდი, ვერ დამისახელეს ერთი შემთხვევაც კი, როცა ქართულ პოლიტიკაში ქალი დაიჩაგრა გენდერული ნიშნით. მე, ზოგადად, მხარს ვუჭერ იმას, რომ ადამიანები თანასწორები არიან: ქალები, კაცები, ბავშვები, ცისფერთვალიანები, სომხები, აზერბაიჯანელები, არ აქვს ამას მნიშვნელობა", — ამბობს ხვიჩია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ "არანორმალური ადამიანები", რომლებიც მიიჩნევენ, რომ ვიღაცის უფროსები და ბატონები არიან და ასეთი არიან არამხოლოდ კაცები ქალების მიმართ, არამედ, მაგალითად, დამსაქმებელი დასაქმებულის მიმართ. ხვიჩიას თქმითვე, ზოგადად, არანორმალური ადამიანები საზოგადოებაში არსებობენ და შესაძლებელია, მათი რაოდენობა ბევრი იყოს, ან ცოტა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ჩაგვრა გვაქვს მოწყობილი.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, ჩაგრავენ თუ არა ქალებს, მაჟორიტარობის კანდიდატი ასე პასუხობს:
"კი, მაგრამ კაცებსაც ჩაგრავენ. არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ საქართველოში ქალებს არ ჩაგრავენ, არც იქნება მართალი. საქართველოში ქალებსაც ჩაგრავენ, კაცებსაც, მოხუცებსაც, ბავშვებსაც…".
ოჯახში ძალადობის სტატისტიკის მონაცემები, ხვიჩიას თქმით, იხსნება იმით, რომ "კაცები ფიზიკურად უფრო აგრესიულები არიან".
"ზოგადად, კაცები ფიზიკურად უფრო აგრესიულები არიან, მიდრეკილი დანაშაულისკენ, ციხეში ბევრად მეტია პროცენტულად კაცი, ვიდრე ქალი, ამიტომ ის კი არ გამოდის, რომ ვიღაც ცოლზე ძალადობს და ქალებს უყურებს სხვანაირად, არამედ კაცები უფრო მიდრეკილი არიან ძალადობისკენ, ბუნებრივად ასეა", — აცხადებს იაგო ხვიჩია.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები