ხათუნა გოგორიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს
ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს, რითაც, მისი თქმით, სახელმწიფოს 10 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიადგა.
ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ზღვისპირა ზოლში 2 წლის განმავლობაში აუქციონზე გაიტანა 107 200. კვ. მეტრი მიწა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტში 357 600 ლარი შევიდა. სინამდვილეში, კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულება 30-ჯერ მეტია, ვიდრე ის ფასი, რომლითაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაყიდა ეს მიწები. გოგორიშვილის თქმით, ამით სახელმწიფოს 10 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიადგა. გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს ადამიანების ფულის მოპარვის ხარჯზე გამდიდრდეს, ამის შეცვლას კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.
"მაშინ როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, როდესაც უმუშევრობა ახრჩობს ადამიანებს, კატასტროფულად იზრდება ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ქართული ოცნების ხელისუფლება ახერხებს და საკუთარ კეთილდღეობაზე და ფუფუნებაზე ფიქრობს მხოლოდ. ისინი არამარტო ანიავებენ ბიუჯეტის ფულს, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რათა საკუთარი კეთილდღეობისთვის რაც შეიძლება ნაკლები თანხა შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
დღეს მინდა შევეხო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიწების გასხვისებას. 2 წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საჯარო აუქციონებსა და ელექტრონულ ტენდერებზე მთლიანობაში გასხვისდა ზღვისპირა ზოლში, 107 200 კვ. მეტრი მიწა. ამის შედეგად, ბიუჯეტმა მიიღო 357 600 ლარი, რაც ნიშნავს, რომ კვადრატული მეტრის ფასი 3.34 ლარი იყო. აქვე მინდა გითხრათ, რომ უმეტესობა ტენდერში თითო ადამიანი მონაწილეობდა და ხშირად ეს პრეტენდენტები ერთი და იგივე პიროვნებები არიან", — აღნიშნავს გოგორიშვილი.
მისი თქმით, იმავე ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრეები კვადრატულ მეტრს 120 ლარიდან ყიდიან.
"ასეთი სულ 35 შემთხვევა იყო, ერთ-ერთი მაგალითი კი არის შავი ზღვის არენის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 900 კვ. მეტრი მიწის გასხვისება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კვადრატულის ფასი 30 თეთრი იყო. ამ აუქციონში კი ერთადერთი პრეტენდენტი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მერაბ წივწივაძე და შესაბამისად, მან შეიძინა ეს მთლიანი მიწა სულ რაღაც 3 911 ლარად. ის, რომ ამ ტერიტორიაზე ბუზიც ვერ გადაიფრენს ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე, ამაზე ყველა თანხმდება. თუკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მოიქცეოდა კეთილსინდისიერად და კვადრატული მიწის ფასი არათუ საბაზრო ღირებულება, არამედ 100 ლარი იქნებოდა, მაშინ ოზურგეთის ბიუჯეტში შევიდოდა 10 722 200 ლარი. შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 10 მილიონ ლარზე მეტი", — აღნიშნავს გოგორიშვილი.
გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ ამ თანხით ოზურგეთში ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა. "მინდა მივმართო ოზურგეთელებს, წარმოვიდგინოთ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ თანხით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება შექმნილიყო, რამდენ სოფელში შეიძლება მოგვარებულიყო სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვანი პრობლემაა ოზურგეთის სოფლის მაცხოვრებლებისათვის. ამ თანხით შეიძლება მოგვარებულიყო ინფრასტრუქტურული პრობლემები, გაზრდილიყო ხელფასები. ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, რომ მოასწროს ქონების დაგროვება. ამ რეგიონში ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია მერაბ ჭანუკვაძე. ის და მისი გარშემომყოფები ინაწილებდნენ სახელმწიფო ქონებას. ეს არის ხალხის ფულის მოპარვა. ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც 31 ოქტომბერი აუცილებლად მოიტანს", — განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები