Unicef-ის ანგარიშს მმართველი გუნდი ყურადღებას არ აქცევს, ქვეყანაში სიღატაკის საგანგაშო მაჩვენებელია — ლელო
10 სექტემბერს, ლელოს ლიდერმა მედეა მეტრეველმა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ Unicef-ის ანგარიშთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
ლელოს ლიდერებმა ბრიფინგზე საქართველოში ბავშვთა სიღარიბისა და მოსახლეობის სიღატაკის საგანგაშო მაჩვენებელი განიხილეს.
სოციალურად მოწყვლად და დაუცველ ოჯახებთან მიმართებაში ხელისუფლების ნაბიჯები არაეფექტური აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა Unicef-ის ანგარიშმა. საქართველოში მოსახლეობის 22%, ხოლო ბავშვების 28% პროცენტი სიღარიბის ზღვარზეა.
სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ლელო სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მოქმედ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ჯერ კიდევ 2018 წელს სრული ნდობა გამოუცხადა Unicef-ის კვლევას ბავშვთა სიღარიბის თაობაზე და იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა.
"წინა წელს Unicef-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ სერიოზული პოლიტიკური ძვრები გამოიწვია მმართველ ჯგუფში და ამას მაშინდელი პრემიერ-მინისტრის შეიწირა. დღეს არსებული შედეგები არაფრით არ არის უკეთესი, თუ უარესი არა წინა მონაცემებზე. მმართველმა გუნდმა ისე "გაატარა" ეს კვლევა, რომ საუბარიც არ ისურვეს, მედიაში არის საუბარი ამ სიის 5 წარმომადგენელზე და შეიძლება პრემიერის კანდიდატად ისევ გიორგი გახარია ვიხილოთ, რომელსაც არ აუღია პასუხისმგებლობა არც Unicef-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე და არც 20 ივნისის უმძიმეს ღამეზე, რომელიც მის ბიოგრაფიაშია ჩაწერილი. ამ დროს კი აქტიურად იყენებს კრიმინალურ ძალებს, რომ ოპოზიციურ პარტიებზე და მათ მხარდამჭერებზე ზეწოლა მოახდინონ, ეს არის მიუღებელი", — აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
"Unicef-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ბავშვთა სიღარიბის თაობაზე არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ვერდიქტი. მილიარდერი ივანიშვილის პარტიამ, რვაწლიანი მმართველობის განმავლობაში, გააღატაკა მოსახლეობა და შიმშილის პირას მიიყვანა ბავშვები", — ასე გამოეხმაურა ბრიფინგის საშუალებით არსებულ ვითარებას ლელოს ლიდერი მედეა მეტრეველი.
"გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა და შედეგები არის „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის განაჩენი. საბოლოო განაჩენს კი საქართველოს მოსახლეობა ოქტომბრის ბოლოს, არჩევნების გზით გამოუტანს ხელისუფლებას. მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, საქართველოს მოსახლეობის 22% სიღარიბეში ცხოვრობს, ბავშვების 28% ასევე უკიდურეს მდგომარეობაშია. ქვეყანაში არის შიმშილი, ამ შედეგებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ და ქვეყანას მისცეს განვითარების საშუალება. მათ უნდა დატოვონ დაკავებული სტრუქტურები, დემოკრატიული გზით ხალხს ჩააბარონ მმართველობა და აგონ პასუხი იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ხალხი ჩააგდეს 8 წლის განმავლობაში. რადგან მოსახლეობის გაღატაკება 2012 წლიდან შეგნებულად მიმდინარეობს", — განაცხადა მედეა მეტრეველმა.
ლელოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლანა გალდავას თქმით, Unicef-ის კვლევის შედეგების გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს.
"ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ამ ქვეყანაში ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ყველაფრის გარანტი იყო ბიძინა ივანიშვილი, დღეს მივმართავ მას, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილია ყოველი მეხუთე ბავშვის შიმშილის მიზეზი, ივანიშვილია საქართველოს მასშტაბით 500 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი. დროა, ის და მისი წარუმატებელი გუნდი მოშორდეს ხელისუფლებას, თუ ამას არ გაიზიარებენ, ოქტომბერში დემოკრატიულად შეიცვლებიან და მათ ჩაანაცვლებს ლელო", — განაცხადა ლანა გალდავამ.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები