ევროპაბეთის N Card — პირველი ბარათი სათამაშო ბიზნესში EMV ტექნოლოგიის ჩიპით
თამაშის ბიზნესში ჩართული მომხმარებლებისთვის ბანკის ამონაწერში ასახული ისტორია, შესაძლოა, დისკომფორტის მიზეზი აღმოჩნდეს. ევროპაბეთი მათ რევოლუციურ სიახლეს, N Card-ს სთავაზობს — EMV ტექნოლოგიის ჩიპითა და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით.
ახალი, თანამედროვე ბარათით ევროპაბეთის მომხმარებლები სექტემბრიდან სარგებლობენ. თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი აქვს. მისი მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს, მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად, იგი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იქნება დაცული.
EMV ტექნოლოგია საბანკო სექტორში აპრობირებული მეთოდია. სერვისი საქართველოში პირველი და ინოვაციურია. ამის გარდა, ევროპაბეთის N Card სათამაშო ბიზნესში არის პირველი ბარათი, რომელიც ფუნქციურად საბანკო ბარათების იდენტურია.
რა არის N Card და რას ნიშნავს EMV ტექნოლოგია
გაუმჯობესებული ბარათების მწარმოებელი და სერვისის მომწოდებელი ევროპაბეთისთვის კომპანია ნეოლეთია. მისი დირექტორი, შალვა ჭელიძე ბარათის უპირატესობებზე საუბრობს.
რა არის EMV ტექნოლოგია და პირველია თუ არა საქართველოს სათამაშო ბაზარზე?
EMV ტექნოლოგია არის გადახდის მეთოდი ჩიპში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით. EMV სტანდარტი შექიმნა და დაინერგა საერთაშორისო კომპანიების EUROPAY-ს, Master Card-ს და VISA-ს მიერ, შესაბამისად აბრევიატურა EMV დასახელებული კომპანიების ინიციალებს წარმოადგენს. აღნიშნული პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე ინოვაციურია როგორც აზარტული თამაშების, ასევე ზოგადად, გადახდების კუთხით. პროექტზე მუშაობა საქართველოს ბანკთან და ჯორჯიან ქარდთან 2020 წლის აგვისტოში დავასრულეთ, რის შედეგადაც სექტემბერში იგი პირველად იხილა ქართველმა მომხმარებელმა.
რატომაა N Card ინოვაციური და რა არის მისი უპირატესობა საბანკო ბარათებთან შედარებით?
ბარათი ინოვაციურია, რადგან პირველი ბარათია საქართველოს ლოკალური ბარათების ბაზარზე, რომელიც შექმნილია EMV სტანდარტით და ასევე, აღჭურვილია NFC - უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიით, რაც ფუნქციონალურად ათანაბრებს მას საბანკო ბარათებთან. მისი უპირატესობა საბანკო ბარათებთან შედარებით კი არის ის, რომ განხორციელებული ტრანზაქციები საბანკო ამონაწერში არ ჩანს.
NFC ტექნოლოგია იგივე Near Field Communication არის მონაცემთა გაცვლის უსადენო მეთოდი ორ მოწყობილობას შორის მოკლე მანძილზე. NFC ჩიპით აღჭურვილი პლასტიკური ბარათი გზავნის დაშიფრულ მონაცემებს მიმღებთან მხოლოდ მიახლოებით, ისე, რომ მისი ტერმინალში მოთავსება საჭირო არ არის. ჩიპის დახმარებით კი, მაგნიტურ ზოლიანი ბარათებისგან განსხვავებით, მფლობელის ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არის დაცული.
რამდენად უსაფრთხოა N Card და რა რისკებს შეიცავს? ანუ რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, რომელიც მის გამოყენებას გადაწყვეტს?
როგორც აღვნიშნე, N Card-ი შექმნილია EMV სტანდარტით, რომელიც მსოფლიოში უსაფრთხოების აპრობირებული სტანდარტია, თუმცა თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, ბარათის, ბარათის ნომრისა და პინ-კოდის მესამე პირზე გადაცემა არ არის რეკომენდებული.
როგორც ამბობთ, ეს ბარათი ევროპული სტანდარტითაა შექმნილი. კიდევ რომელ ქვეყნებში სარგებლობენ მსგავსი სერვისით?
დიახ, ეს ბარათი შექმნილია ევროპული და ამერიკული სტანდარტებით და გავრცელებულია ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც ხსენებული საერთაშორისო საგადამხდელო კომპანიები ოპერირებენ.
აქვს თუ არა ლიმიტი ბარათს თანხის შეტანის დროს?
მომხმარებელს თანხის ბარათზე შეტანის დროს ლიმიტი არ აქვს, ხოლო განაღდების ლიმიტები იგივეა, რაც სხვა ფართოდ გავრცელებული საბანკო ბარათების შემთხვევაში.
ფასიანია თუ არა N Card და როგორ უნდა მიიღოს ის მომხმარებელმა?
N Card-ის აღება უფასოა. ბარათის გასახსნელად ან ახლის ასაღებად მოლებში N Card-ის ექსპრეს დახლებს ან neollet-ის ფილიალებს უნდა მიმართოთ. N Card-ის ასაღებად აუცილებელია, მომხმარებელს ჰქონდეს ევროპაბეთის ვერიფიცირებული ანგარიში.
ევროპული სტანდარტი
სათამაშო ბიზნესში რევოლუციურ სიახლეზე ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორიც საუბრობს. ლაშა გოგუას თქმით, ევროპაბეთის სტრატეგია ქართულ ბაზარზე ევროპული სტანდარტის შემოტანაა:
"ბარათი EMV ჩიპით, დახურული არხით მოგების გასანაღდებლად რევოლუციური სიახლეა სათამაშო ბიზნესში. ჩვენი ბარათი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნას და წარმოადგენს საერთაშორისო საგადახდო სისტემების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათების ანალოგიურ დაცულ გადახდის ინსტრუმენტს. რაც, პირველ რიგში, ჩვენი მომხმარებლისთვის გარანტირებული უსაფრთხოების და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ემსახურება".
უპირატესობები, მოკლედ
N Card-ით, ევროპაბეთის ანგარიშიდან თანხის გატანის ყველაზე მოსახერხებელი გზით, მომხმარებლები წლებია სარგებლობენ მისი მთავარი უპირატესობების გამო:
- დაფარული არხი — N Card-ით განხორციელებული ტრანზაქციები არ ჩანს საბანკო ამონაწერში;
- ბანკომატიდან განაღდება — თანხის გატანა შესაძლებელია საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ბანკომატებიდან;
- ტერმინალით გადახდა — N Card-ით უნაღდო ანგარიშსწორება ხდება საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ტერმინალებზეც;
- მოგების მომენტალური მოხსნა — ევროპაბეთის ბალანსიდან თანხის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მომენტალურად.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები