დირექტორებს სკოლაში სასურველი პირის დასაქმების თხოვნით ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ — ნანა ტოხვაძე
სტრატეგია აღმაშენებლის განათლების მიმართულების ხელმძღვანელის ნანა ტოხვაძის თქმით სასერთიფიკატო კონკურსი სავალდებულო გახლდათ იმ 1000-ზე მეტი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მართავდნენ საჯარო სკოლებს და მათ დაეკისრათ ვალდებულება, დაადასტურონ შესაბამისი კვალიფიკაცია და გახდნენ საგანმანათლებლო ლიდერები. სწორედ ამ პროცესის ეფექტიანობის გაზრდას სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის მიერ შემუშავებული ინიციატივა ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტით სერთიფიცირებულ დირექტორებს მიეცემათ შესაძლებლობა არჩეულ იქნან პირდაპირი წესით სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და მასწავლებლების მიერ 2084-ივე საჯარო სკოლაში, რაც გულისხმობს 3000 ლარიან საბაზისო ანაზღაურებას და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. ტოხვაძის განცხადებით სკოლებში ახალი კადრების დასაქმების კუთხით გამოკვეთილია ხარვეზები, რომ დირექტორებს სკოლაში მათთვის სასურველი პირის დასაქმების თხოვნით მერიებიდან, საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ.
"2020 წელს სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე 2 244 აპლიკანტი დარეგისტრირდა. სასერთიფიკატო კონკურსი სავალდებულო გახლდათ იმ 1000-ზე მეტი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მართავდნენ საჯარო სკოლებს. მათ დაეკისრათ ვალდებულება, დაადასტურონ შესაბამისი კვალიფიკაცია და გახდნენ საგანმანათლებლო ლიდერები. სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის მიერ შემუშავებული ინიციატივა სწორედ ამ პროცესის ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს", — აღნიშნავს ის.
მისი თქმით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა დირექტორთა საქმიანობის მიმართულებით.
"სერთიფიცირებულ დირექტორებს მიეცემათ შესაძლებლობა არჩეულ იქნან პირდაპირი წესით სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და მასწავლებლების მიერ 2084-ივე საჯარო სკოლაში, რაც გულისხმობს 3000 ლარიან საბაზისო ანაზღაურებას და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. სამწუხაროდ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა დირექტორთა საქმიანობისა და პოლიტიკური დაკვეთების შესრულების მიმართულებით. საუბარია რესურს ცენტრების მოურიდებელ ჩარევაზე სამეურვეო საბჭოების საქმიანობაში, რათა სხვადასხვა სქემითა და მექანიზმით "გაიყვანონ" სასურველი კადრი სკოლის დირექტორად. იგივე მავნე პრაქტიკა დადასტურდა მასწავლებელთა დასაქმების ნაწილში დირექტორთა გადაცდომებზე. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშში პედაგოგთა დაქირავება საქართველოში: INTES-შეფასება, საუბარია, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან სკოლების საკადრო საკითხებში ჩართვის შესაძლო ფაქტებზე სკოლებში ახალი კადრების დასაქმების კუთხით", — აღნიშნავს ტოხვაძე.
ის ამბობს, რომ როგორც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, დირექტორებს სკოლაში მათთვის სასურველი პირის დასაქმების თხოვნით მერიებიდან, საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ.
"იყო შემთხვევები, როდესაც საგანმანათლებლო რესურსცენტრი პირდაპირ ავალებდა სკოლას კადრის დასაქმებას და ამ გზით დასაქმებული ერთ-ერთი მასწავლებელი აღნიშნავდა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიუთითეს, თუ რომელ სოფელში წასულიყო გასაუბრებაზე. საბედნიეროდ, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ჩვენი გუნდის ხედვა, პირდაპირი წესით არჩეული სკოლის ლიდერები ერთ-ერთი ეფექტიანი გამოსავალია, რასაც კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან, საექსპერტო წრეებთან და ჩართულ მხარეებთან ერთად ნახევარ წელზე მეტია აქტიურად განვიხილავთ და ვაჯერებთ პოზიციებს", — ნანა ტოხვაძე
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები