რუსთავი 2-ის კვლევა: "ოცნება" — 55,7%, ენმ — 16,2%, სტრატეგია აღმაშენებელი — 6%, ევროპული საქართველო — 5,6%
ტელეკომპანია რუსთავი 2 მისივე დაკვეთით Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, კითხვაზე: "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?", 55,7% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას, 16,2%-ის თქმით, ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა. 6,0% სტრატეგია აღმაშენებელს ასახელებს, 5,6% კი ევროპულ საქართველოს. 4.5% ამბობს, რომ ხმას ლეიბორისტულ პარტიას მისცემს, 3,9% კი — პატრიოტთა ალიანსს.
კვლევაში ასევე მოხვდნენ სხვა პარტიებიც. მაგალითად, ლელო აღნიშნული გამოკითხვებით 3,7%-ს აიღებდა, გირჩი 2,2%-ს, ერთიანი საქართველო 1%-ს, თავისუფალი დემოკრატები 0,5%-ს, ხოლო 0,7% აქვს სხვა პარტიას.
აღსანიშნავია, რომ არც ამჯერად, რუსთავი 2 არ ასახელებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტულ მაჩვენებელს. კვლევითი კომპანიის წარმომადგენელი ამას მეთოდოლოგიით ხსნის.
კითხვაზე: "დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რამდენად მიიღებდით მონაწილეობას", გამოკითხულთა 68,9% აცხადებს, რომ ამაში თითქმის დარწმუნებულია. 12,5%-ის თქმით, მონაწილეობას ალბათ მიიღებს, 12,2% კი აცხადებს, რომ ან მიიღებს მონაწილეობას, ან არა. გამოკითხულთა 6,2%-ის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, 0,4%-მა კი ან არ იცის, ან უარს აცხადებს პასუხზე.
რუსთავი ორის ინფორმაციით, იმ კითხვებზე პასუხის დასაზუსტებლად, თუ ვის მისცემდნენ გამოკითხულები ხმას, მათ ჩაეკითხნენ, რამდენად დარწმუნებულები არიან, რომ პოზიციას არ შეიცვლიან.
გამოკითხულთა პასუხები აღნიშნულ კითხვაზე ასე ნაწილდება: 64,9% სრულიად დარწმუნებულია, 26,5% მეტნაკლებად დარწმუნებულია, 4,1% მხოლოდ მცირედითაა დარწმუნებული, ხოლო 4% სრულიად არ არის დარწმუნებული.
კვლევა ასევე ითვალისწინებდა კითხვას, რამდენად ხშირად ადევნებდნენ რესპონდენტები თვალს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ ძალიან აქტიურად ადევნებს თვალს, 23% — საკმაოდ აქტიურად, 42% — არც ისე აქტიურად, 23% — არ ადევნებს თვალს, ხოლო 1% აღნიშნულ კითხვაზე პასუხს არ სცემს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, Survation-მა კვლევა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა და პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, სახლში 1 205 ადამიანი გამოკითხა. რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, რეგიონის, ქალაქის/სოფლის ტიპის დასახლებების მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისობაში. მონაცემები შეიწონა საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობის (18+) პროფილის მიხედვით, რომლებსაც შეუძიათ ხმის მიცემა არჩევნებზე. ცდომილების ზღვარი 2,8%-ია.
-
გადახედვაIDFI-ის დირექტორსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ IDFI-ის დირექტორსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
კომენტარები