როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეებისგან — ანი ჯაფარიძე
პარტია რეფორმერის გენერალური მდივანი, განათლების ექსპერტი ანი ჯაფარიძე იმ რისკებზე და საფრთხეებზე აკეთებს განცხადებას, რაც არსებობს ბავშვებისთვის კიბერსივრცეში, რომელიც არ კონტროლდება.
"იმისთვის, რომ კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეებისგან დავიცვათ ჩვენი შვილები, მთავარია მეტი კომუნიკაცია ბავშებთან. ამას გარდა, არსებობს კომპიუტერის კონტროლის უამრავი იაფფასიანი ან სრულიად უფასო პროგრამული უზრუნველყოფა (Parental controls). საკმარისია დაინტერესდეთ და Google-ის მარტივი ძიებით უამრავ ასეთ პროგრამას იხილავთ რეიტინგებით და მარტივად გასაგები აღწერილობით. ძებნაში მიუთითეთ Parental controls ან Child control, internet safety software.
- გამოვიყენოთ ოპერაციული სისტემის შეზღუდვები, როგორც კომპიუტერზე, ისე სმარტფონებზე (მაგ. Apple-ის მოწყობილობებზე ScreenTime). ეს ინფორმაციაც თავისუფლად მოძიებადია როგორც სტატიების, ისე ვიდეო გაკვეთილების სახით თითქმის ყველა ენაზე.
- უსაფრთხოების დამატებითი არსენალისთვის შევიძინოთ WiFi მოწყობილობა Parental Control ფუნქციებით, რომელიც ბაზარზე მრავლდაა. არ დავჯერდეთ მხოლოდ თქვენი ინტერნეტ პროვაიდერის მიერ მოწოდებულ აპარატურას.
- ბავშვის კომპიუტერი უმჯობესია იყოს მისაღებ ოთახში ან საზიარო სივრცეში, სადაც ბავშვს არ ექნება კომპიუტერის სხვაგვარად გამოყენების ცდუნება და თავიდანვე მიეჩვევა ტრანსფარენტულობას, ამგვარი დეტალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის ფსიქოტიპის ფორმირებაში და მათ შემდგომ სამუშაო ეთიკაზეც კი აისახება. დააწესეთ ლიმიტი კომპიუტერისა და სმარტფონის გამოყენებაზე
კომპიუტერი და ინტერნეტი დღეს თითქმის ყველას აქვს, მაგრამ განუსაზღვრელი შესაძლებლობების ფანჯარა ყველასთვის იგივე დატვირთვას არ ატარებს. სამწუხაროდ ხშირად, ნაცვლად დისტანციური განათლების თუ ბიზნესის კეთებისა და დასაქმების გრანდიოზული პერსპექტივები ნაცვლდება აზარტული თამაშებით, პორნოგრაფიით და ინტერნეტის სრულიად უსარგებლო გამოყენებით. ნაცვლად იმისა, რომ იმ უამრავი საფრთხეების გამო, რომლებიც დღეს არის და იქნება, უარი ვთქვათ ტექნოლოგიებზე და მათი დემონიზება მოვახდინოთ, უმჯობესია გამოვიყენოთ მათი პოზიტიური მხარე. დემონიზებით, ხისტი აკრძალვებით და ტაბუებით გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად უფრო მიმზიდველს გავხდით მანკიერებებს, საკუთარ შვილებს უარს ვათქმევინებთ მართლაც უნიკალურ შესაძლებლობებზე, რომელთა გამოუყენებლობით ან არასწორი გამოყენებით კონკურენტულ მომავალ თაობაში პოზიციებს დავაკარგინებთ" — აცხადებს ანი ჯაფარიძე.
ანი ჯაფარიძის განცხადებით, მშობლებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვიდრე შვილებისთვის უსაფრთხო და უზრუნველი გარემოს შექმნაა.
"სწორედ აქ არის ჩვენი მთავარი როლი. ისევე როგორც სხვა დანარჩენ ყოფით საკითხებში, აქაც მოგვეთხოვება ვიყოთ მაგალითი, როლური მოდელი შვილებისთვის, ბავშვებს ტექნოლოგიების სარგებელი უნდა ვაჩვენოთ ჩვენს მაგალითზე", — ამბობს ანი ჯაფარიძე.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები