განათლების გამოფენა პანდემიის დროს — LEAF ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ
კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოში უმაღლესი განათლების სექტორი მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა. სასწავლო პროცესმა დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა, შეიქმნა და დაიხვეწა ნაზავი (ე.წ. blended) პროგრამები. საშემოდგომოდ კი სხვადასხვა ქვეყნის ბევრმა უნივერსიტეტმა შეძლო მრავალი რეგულაციისა და წესის დაცვით გაეხსნა კამპუსი სტუდენტებისათვის.
საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც არის საზღვარგარეთ სწავლის მრავალი მსურველი, რომელთაც ესაჭიროებათ ინფორმაცია სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაბარებისა და სწავლის კრიტერიუმების, დაფინანსების მოპოვების, გაცვლითი კურსების, კარიერული ზრდის პოტენციალის შესახებ და არა მარტო. კარგი და ხარისხიანი განათლება ახალგაზრდებისათვის ძლიერ მონაპოვრად რჩება და მსოფლიოს მრავალი პრესტიჟული უნივერსიტეტი ცდილობს ხელი შეუწყოს სტუდენტებს. საზღვარგარეთ განათლების დროს (თუნდაც ეს დისტანციურად ხდებოდეს) სტუდენტები ხშირად ხვდებიან, რომ მათი შესაძლებლობების საზღვრები იმაზე ფართოა, ვიდრე ამას მანამდე აცნობიერებდნენ.
კოვიდ-19-ის მიერ შექმნილ ვითარებაში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი 2020 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 12:00-დან 18:00 საათამდე გამართავს განათლების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში წარიმართება და საქართველოს გარდა უმასპინძლებს მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან. გამოფენაზე რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო და არ მოითხოვს სპეციალური აპლიკაციის დაყენებას.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://leafonlinefair.com/
მსურველებს სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი ტელეფონებიდან, პლანშეტებიდან ან პერსონალური კომპიუტერებიდან შეეძლებათ ეწვიონ ვირტუალურ საგამოფენო სივრცეს. გამოფენაზე დასწრება საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროგრამებსა და შეთავაზებას საერთაშორისო სტუდენტებისათვის. განათლების ვირტუალური გამოფენის პლატფორმა საშუალებას აძლევს სტუმრებს პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ჩატის მეშვეობით, უყურონ ინფორმაციულ ვიდეოებს, დაათვალიერონ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ჩამოტვირთონ ბუკლეტები, გაუგზავნონ უნივერსიტეტს საკუთარი სივი/რეზიუმე, გაეცნონ პროგრამებს, ფასებსა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს.
მონაწილე უნივერსიტეტები
საერთაშორისო განათლების ვირტუალური გამოფენის პლატინის სპონსორია რუმინული უნივერსიტეტი Babeş-Bolyai University, ხოლო ოქროს სპონსორი — IE University ესპანეთიდან.
- Babeş-Bolyai University - რუმინეთი
- IE University - ესპანეთი
- Black Hills State University - აშშ
- Ball State University - აშშ
- Pennsylvania College of Technology - აშშ
- The University of North Carolina at Greensboro -აშშ
- Wittenborg University of Applied Sciences - ნიდერლანდები
- TIO University of Applied Sciences - ნიდერლანდები
- Webster University Vienna - ავსტრია
- ISM International School of Management - გერმანია
- ESIC Business & Marketing School - ესპანეთი
- GBSB Global Business School - ესპანეთი
- CBS International Business School - გერმანია
- Utrecht University - ნიდერლანდები
- Langara College - კანადა
- University of Szeged - უნგრეთი
- EU Business School - გერმანია
- Hotelschool the Hague - ნიდერლანდები
- University of Padua - იტალია
- American University in Bulgaria - ბულგარეთი
- Middlesex University Dubai - არაბთა გაერთიანებული საამიროები
- University of Essex - გაერთიანებული სამეფო
ცენტრის შესახებ
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF-ის მოსწავლეების 80%-ზე მეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას იღებს. ცენტრი 2008 წლიდან წარმატებით ეხმარება მსურველებს საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ ჩაბარებაში.
LEAF საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ICEF-ის მიერ აღიარებული განათლების ცენტრია. კომპანია საქართველოში მრავალ ევროპულ და ჩრდილოეთ ამერიკულ უნივერსიტეტს წარმოადგენს. ცენტრს მუდმივი კომუნიკაცია აქვს მსოფლიოს უნივერსიტეტებთან და სკოლებთან და ფლობს განახლებად ინფორმაციას საერთაშორისო ტესტებისა და მიღების კრიტერიუმების შესახებ.
LEAF-ის სერვისები
განათლების ცენტრში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მოემზადონ ისეთი საერთაშორისო ტესტებისთვის, როგორიცაა SAT, TOEFL, IELTS, FCE. ისინი გაივლიან ინგლისური ენის კურსებსაც.
კონსულტაციების დეპარტამენტს უძღვება გიორგი ჩავლეიშვილი, რომელსაც 10-წლიანი გამოცდილება აქვს College Counseling-ში და მისი დახმარებით სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით ასობით მოსწავლე მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობს.
#უნივერისტეტები #სწავლასაზღვარგარეთ #ამერიკულქართულიგანათლებისცენტრი
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები