ნაკლები კეთილდღეობა, ქონება და ძალაუფლება მთავრობას — ეს არის ჩვენი მიდგომა — დავით ბაქრაძე
ევროპულმა საქართველომ ქუთაისის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე წარუდგინა.
პარტიამ ასევე დაასახელა ახალი მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები.
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში, გოჩა გურგუჩიანი იქნება.
ხარაგაულის მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან ბესიკ ყრუაშვული, ონის მერობის კანდიდატი ჯონი გობეჯიშვილი, ხოლო ქუთაისის მერობის კანდიდატი, ამირან ძოწენიძე იქნება.
ევროპულმა საქართველომ ასევე წარადგინა პარტიის ახალგაზრდა სპიკერი, თათია ვახტანგაძე.
შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ასევე წარადგინეს ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მოიცავს "ხელშეკრულებას ხალხთან" და "ვალდებულებათა ბარათს".
გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიული ხარჯების 2 მლრდ. ლარით შემცირება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემა, სასამართლო და საპოლიციო რეფორმა — ეს იმ კონკრეტული გეგმების ჩამონათვალია, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს ევროპული საქართველო.
შეხვედრაზე, მოსახლეობას მიმართა პარტიის ლიდერმა, დავიტ ბაქრაძემ. დავით ბაქრაძის თქმით, დღეს საზოგადოებას აერთიანებს ცვლილებების მოლოდინი, ხოლო ამ ცვლილებებს მოიტანს ოქტომბრის არჩევნები.
"დღეს ყველას გვაერთიანებს, ერთი ცვლილებების მოლოდინი და გააზრება იმის, რომ თუ საქართველოში უახლოეს მომავალში არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ამ ქვეყანას, ჩვენ ოჯახებსა და შვილებს, არ ექნებათ მომავალი. დღეს ჩვენ გვაერთიანებს გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი და ეს ცვლილებები უნდა მოიტანოს არჩევნებმა. ნაკლები კეთილდღეობა, ქონება და ძალიაუფლება მთავრობას, მეტი კეთილდღეობა, ძალაუფლება და ქონება ხალხს, ეს არის ჩვენი მიდგომა. გადასახადების შემცირება შექმნის სამუშაო ადგილებს, შემცირდება მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯი, სამაგიეროდ გაორმაგდება პენსია და სოციალური დახმარებები. ჩვენ ამ ვალდებულებებს ვიღებთ და ვამბოთ, რომ ამ გარდამტრეხ ცვლილებებს იგრძნობს თითოეული ადამიანი", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები