გავაპროტესტეთ ცესკოს მიერ ე.წ. დამოუკიდებელი წევრების არჩევა — ლევან თარხნიშვილი
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, დამოუკიდებელი წევრების არჩევასთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და მას არაკანონიერს უწოდებს.
ლევან თარხნიშვილის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება და დამოუკიდებელ წევრებად დანიშნა ქართულ ოცნებასთან აფილირებული პირები. თარხნიშვილი მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, "ნუ ჩაჰყვებიან ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში".
"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ საბურთალოს საოლქო კომისიის წინ, რათა გაგვეფრთხილებინა კომისია და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ ნუ ჩაიდენენ უკანონობას და ნუ ჩაჰყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. საუბარია იმაზე, რომ პარტიებზე ერთად გავაპროტესტეთ ცესკოს მიერ ე.წ. დამოუკიდებელი წევრების არჩევა — როგორც აღმოჩნდა, 73 ადამიანიდან, 42 დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან ან სამხედრო სტრუქტურებთან, რაც პირდაპირ კანონის დარღვევაა.
დღეს იგივე პროცესი დაიწყო საოლქო კომისიებში. ჩვენ საბურთალოს საოლქო კომისიის წინ გავაკეთეთ განცხადება და გავაფრთხილეთ, რომ გვაქვს სია იმ ადამიანების, რომლებიც დაკავშირებულები არიან ქართულ ოცნებასთან და მოვუწოდეთ საოლქო კომისიას, რომ არ აერჩიათ კონკრეტული წევრები, მიუხედავად ზეწოლისა. პირველი შედეგი არის ის, რომ 11:00 საათზე ჩანიშნული კომისიის სხდომა გადადეს 12:00 საათზე, ალბათ, იმიტომ, რომ კონსულტაციებს გადიან.
იგივეს გაკეთებას ვაპირებთ სხვა ოლქებთანაც, სადაც საოლქო კომისიის სხდომები იმართება. იგივეს გავაკეთებთ და ზოგადადაც ვაფრთხილებთ ყველას, რომ იქნება ეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე, მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, პოლიციელი, სუს-ის თანამშრომელი თუ უბრალოდ აქტივისტი, ნუ ჩაიდენენ უკანონობას, ნუ ჩაჰყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, რადგან ხალხის დაკვეთა არის გარდამტეხი ცვლილებები და ვინც ამ გარდამტეხ ცვლილებებს წინ აღუდგება, აუცილებლად დამარცხდება პოლიტიკურად", — განაცხადა თარხნიშვილმა.
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
კომენტარები