სასწრაფო წესით რომ დახურეთ ობიექტები და იქ დასაქმებული ხალხი მშიერი დატოვეთ, ამაზე რას ფიქრობთ? — თეონა ჭალიძე პრემიერმინისტრს მიმართავს
სტრატეგია აღმაშენებლის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში არსებულ უსაფრთხოების ზომების დარღვევაზე საუბრობს, სადაც, მისი თქმით, დისტანცია არ არის დაცული, დეზობარიერი და სადეზინფექციო ხსნარი არ არის, არც თერმოსკრინინგი ტარდება. ჭალიძეს მიაჩნია, რომ სწორედ აქ უხდება რისკ ჯგუფების ყველაზე მეტ წარმომადგენელს მისვლა.
ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უპასუხისმგებლოსა და არაკომპეტენტურს უწოდებს და აცხადებს, რომ მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი წოწკოლაური დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან, რადგან, მისი მტკიცებით, ამ სამსახურში გაუმართავი სისტემა, არასამუშაო გარემო და ადამიანზე არაორიენტირებული მიდგომაა.
"არც დისტანცია და არც არანაირი უსაფრთხოების ზომები არაა დაცული სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში. ესაა ადგილი, სადაც რისკჯგუფების ყველაზე მეტ წარმომადგენელს უწევს მისვლა. არც დეზობარიერია, არც სადეზინფექციო ხსნარი და არც თერმოსკრინინგით იწუხებს ვინმე თავს. უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე იმასაც ვერ ხვდება, რომ ასევე უპასუხისმგებლოა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი წოწკოლაური და კარგა ხანია, მას ეს პოსტი უნდა დაეტოვებინა. სხვა არაერთი პრობლემაა ამ სამსახურში, გაუმართავი სისტემა, არასამუშაო გარემო, ადამიანზე არაორიენტირებული მიდგომა, ხარვეზები საკანონმდებლო დონეზე, რომლის გამოსწორებაზე არავინ ფიქრობს. ორშაბათს კიდევ მივალ და პირადად ვნახავ, რა ზომებს მიიღებენ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.
აქვე მივმართავ გახარიას, სასწრაფო წესით რომ დახურეთ ობიექტები და იქ დასაქმებული ხალხი მშიერი დატოვეთ, ამაზე რას ფიქრობთ?" — განაცხადა თეონა ჭალიძემ.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები