რას ფიქრობს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 59% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ამ დრომდე არ იციან, ვის მისცემენ ხმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ორ თვეზე ნაკლებში გაიმართება.
ამასთან, სრული უმრავლესობა, 88% ამბობს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებდა.
უნდა ითქვას ისიც, რომ ამჯერად NDI-მ გამოკითხვის განსხვავებული მეთოდი გამოიყენა და მოსახლეობა სატელეფონო ინტერვიუს სახით გამოკითხა. ინტერვიუერებმა დასვეს როგორც ღია, ასევე, დახურული კითხვები.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებით, ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება — მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. კონკრეტული პარტია მხოლოდ 27%-მა დაასახელა და მათგან 17% ქართულ ოცნებას ამბობს, 5% ენმ-ს, 5% კი — სხვა პარტიებს.
NDI-მ შეაჯამა სხვადასხვა საკითხზე იმ ადამიანების შეხედულებები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის მისცემენ ხმას მომავალ არჩევნებზე. კერძოდ, ორგანიზაციამ გამოყო იმ ადამიანების პასუხები, რომლებიც არჩევნებზე ხმის მიცემის შესახებ ამბობენ: "არ ვიცი", "უარი პასუხზე", "არც ერთი პარტია".
მაგალითად, კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხები ასე გადანაწილდა:
სწორი მიმართულებით ვითარდება:
- ისინი, ვინც არ იციან, ვის მისცემენ ხმას — 38%
- ისინი, ვინც უარს ამბობენ პასუხზე — 35%
- ისინი, ვინც არც ერთ პარტიას ასახელებენ — 9%
საერთოდ არ იცვლება:
- ისინი, ვინც არ იციან, ვის მისცემენ ხმას — 21%
- ისინი, ვინც უარს ამბობენ პასუხზე — 23%
- ისინი, ვინც არც ერთ პარტიას ასახელებენ — 26%
არასწორი მიმართულებით ვითარდება:
- ისინი, ვინც არ იციან, ვის მისცემენ ხმას — 30%
- ისინი, ვინც უარს ამბობენ პასუხზე — 32%
- ისინი, ვინც არც ერთ პარტიას ასახელებენ — 37%
NDI ასევე დაინტერესდა, როგორ ფიქრობს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი — არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია. პასუხები ასე გადანაწილდა:
დიახ:
- ისინი, ვინც არ იციან, ვის მისცემენ ხმას — 43%
- ისინი, ვინც უარს ამბობენ პასუხზე — 50%
- ისინი, ვინც არც ერთ პარტიას ასახელებენ — 43%
არა:
- ისინი, ვინც არ იციან, ვის მისცემენ ხმას — 40%
- ისინი, ვინც უარს ამბობენ პასუხზე — 34%
- ისინი, ვინც არც ერთ პარტიას ასახელებენ — 44%
არ ვიცი:
- ისინი, ვინც არ იციან, ვის მისცემენ ხმას — 16%
- ისინი, ვინც უარს ამბობენ პასუხზე — 15%
- ისინი, ვინც არც ერთ პარტიას ასახელებენ — 12%
როგორც აღმოჩნდა, გადაუწყვეტელ ამომრჩეველშიც ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნული დონის საკითხებში სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა ლიდერობს. მაღალი მაჩვენებელი აქვს, ასევე, ფასების ზრდას, პენსიებსა და განათლებას.
სამუშაო ადგილები:
- ისინი, ვინც არ იციან, ვის მისცემენ ხმას — 51%
- ისინი, ვინც უარს ამბობენ პასუხზე — 47%
- ისინი, ვინც არც ერთ პარტიას ასახელებენ — 48%
სიღარიბე:
- ისინი, ვინც არ იციან, ვის მისცემენ ხმას — 41%
- ისინი, ვინც უარს ამბობენ პასუხზე — 41%
- ისინი, ვინც არც ერთ პარტიას ასახელებენ — 34%
ტერიტორიული მთლიანობა:
- ისინი, ვინც არ იციან, ვის მისცემენ ხმას — 26%
- ისინი, ვინც უარს ამბობენ პასუხზე — 28%
- ისინი, ვინც არც ერთ პარტიას ასახელებენ — 33%
გზები, წყლით მომარაგება, პარკები გამწვანება, საგზაო მოძრაობა, გარემოს დაბინძურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი — ეს არის კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის აზრით, მათ ქალაქსა თუ სოფელს აწუხებს.
ამასთან, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის სამი ძირითადი დაბრკოლება არის: ამომრჩეველთა მოსყიდვა, დარღვევები ხმის მიცემის პროცესში, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება.
აღსანიშნავია ისიც, რომ კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი დადებითად პასუხობს.
NDI-მ ასევე დათვალა, რა იქნებოდა საუკეთესო ფორმა პარტიების მხრიდან გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან დასაკავშირებლად. პასუხებში ლიდერობს "მცირე შეხვედრა სამეზობლოში" და "არ მინდა, რომ დამიკავშირდეს".
NDI-ს კვლევის ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო მეთოდით. გამოიკითხა 2 045 ადამიანი საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 6-11 აგვისტოს. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%.
ორგანიზაციის განცხადებით, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ს ინფორმაციით, ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. მათივე თქმით, კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით
-
გადახედვასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ" სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ"
-
გადახედვამრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე მშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვახმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ ხმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვამძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება მძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება
-
გადახედვაDRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
-
გადახედვაარაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები. არაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები.
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
-
-
გადახედვარა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
კომენტარები