ეპიდსიტუაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ივანიშვილის ხელისფლების საფრთხე — გიგა ბოკერია
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და მთავრობის ნაბიჯებს ეხმაურება.
გიგა ბოკერიას თქმით, იმის მაგივრად, რომ კარანტინის რეჟიმი მთავრობას გამოეყენებინა იმისათვის, რომ მომზადებულიყვნენ მეორე ტალღისთვის, მათ რაიმე კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამთ და ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ ადამიანების, მცირე და საშუალო მეწარმეების ჯიბეებს დაარტყეს. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მხოლოდ თავის ქებით და ოპონენტებისთვის ტალახის სროლით არის დაკავებული, ხოლო ამ ყველაფერს კი გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.
"ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ გვანახა, თუ რამხელა საფრთხეა ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის. ჯერ გაზაფხულზე სრულიად გაუაზრებლად, შერჩევითად ჩაკეტეს ეკონომიკა, რითაც უზარმაზარი ზიანი მიადგა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი გაჭირვებულ ადამიანებს. ეს ყველაფერი მინიმუმ იმისთვის უნდა გაკეთებულიყო, რომ შემდეგში ხელისუფლება მომზადებულიყო მეორე ტალღისთვის, რადგან ვირუსი რომ არ გაქრებოდა ეს იყო ნათელი. ახლა ირკვევა, რომ მთელი ეს დრო გამოიყენეს თვითკმაყოფილებისთვის, თავის ქებისთვის, ოპონენტების მიმართ ტალახის სროლისთვის და ირკვევა, რომ კოვიდ საწოლებისთვისაც არ მომზადებულან. ახლა განაცხადა ქალბატონმა ტიკარაძემ, რომ საწოლების 65% შევსებული გვაქვს და გახარია ახლა აძლევს დავალებას, რომ 3 000 საწოლი მოამზადონ. აქამდე რას აკეთებდნენ? ის ჩაკეტვა თუკი რამეში უნდა გამოყენებულიყო, ეს იყო მომზადებისათვის, რომ შემდეგში გახსნილიყო ეკონომიკა.
ახლა ვხედავთ ქაოსს, არანაირ ხედვას, არანაირ გეგმას და ისევ არალეგალური, უკანონო, შერჩევითი გაუაზრებელი ჩაკეტვები და რეპრესიები ჩვეულებრივი მოქალაქეების, წვრილი და საშუალო მეწარმეების წინააღმდეგ, რომლითაც ვირუსს კიარ უშველიან, არამედ ისევ დაარტყამს ყოველი მოქალაქის ჯიბეს და მათ მომავალს. ეს არის სურათი რასაც ვხედავთ, მხოლოდ ციფრებით მანიპულირება. ეს არის ფეხებზე დაკიდების პოლიტიკა და კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება და არ შეუმსუბუქეს ტვირთი ადამიანებს, ამრიგად, თვენახევარში ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, ჩვენ გვჭირდება ეს ცვლილებები და ევროპული საქართველო პირველ რიგში აპირებს, რომ გადასახადებმა დრამატულად დაიწიოს, ადამიანებს შეუმსუბუქდეთ ტვირთი, დახმარებები გაორმაგდეს. რაც შეეხება პანდემიას, აქ რეალური გეგმის ქონა არის აუცილებელი, როგორიცაა კოვიდ საწოლებისა და რესპირატორების შეძენა. ამ მთავრობას უნდა გაეკეთებინა ეს ამდენი თვის განმავლობაში და ამის მაგივრად ისინი თავის ქებით იყვნენ დაკავებულები.
ამ ყველაფერს შეცვლიან ჩვენი მოქალაქეები და დადგება გარდამტეხი ცვლილებების დრო და სწორედ ევროპული საქართველოს გუნდს აქვს კომპასი და კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ცვლილებები", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
კომენტარები