სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე დანაშაულია — გოგორიშვილი
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილი, დაავადებათა კონტროლის გურიის ცენტრს მიმართავს, ჩაუტაროს მასწავლებლებს ტესტი კორონავირუსზე.
ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მასწავლებლებზე ტესტის არ ჩატარება არის დანაშაული და უპასუხისმგებლობა. ის მიმართავს შესაბამის ორგანოებს, არ დაუშვან სასწავლო წლის დაწყება ისე, რომ მასწავლებლებს არ ჩაუტარდეთ ტესტი.
"სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე დანაშაულია!!!
ბოლო ერთი კვირაა გურიამ, სამწუხაროდ, დაკარგა კოვიდ მწვანე ზონის სტატუსი. ამ წუთის მდგომარეობით კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობამ 23-ს მიაღწია. მათ შორის 4 პედაგოგია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხაკაურასა და სოფელ ზოტის მასწავლებლებს დაუდგინდათ კოვიდ-19. აგრეთვე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულებს შორისაა სოფელ ქვედა ბახვის 2 პედაგოგი. ამ ოთხი სოფლის სკოლებში ხვალ სწავლა არ დაიწყება. მაგრამ სწავლა დაიწყება სამივე მუნიციპალიტეტის ათეულობით სხვა სკოლაში.
მინდა მივმართო დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის ხელმძღვანელს არჩილ მჟავიას: სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე არათუ უპასუხისმგებლობა, არამედ დანაშაულია!!! გასაგებია, რომ თქვენთვის, როგორც ოცნების ჩინოვნიკისთვის ივანიშვილის მონური მორჩილება მთავარი პრიორიტეტია. ალბათ ამიტომაც ჩაატარეთ გუშინ უფასო ტესტირება შეკვეთილში, მუსიკოსების პარკში. მთავარია ბიძინას გარემოცვა და მომსახურე პერსონალი იყვნენ ჯანმრთელები. (იყვნენ, ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია!)
ბატონო არჩილ, იქნებ სხვა ადამიანებზეც გეფიქრათ?! ჩაგეტარებინათ პედაგოგების მასობრივი ტესტირება, ან ბაზრები, სავაჭრო ცენტრები და თავშეყრის სხვა ადგილები შემოგევლოთ მსგავსი აქციით!
ხვალ გურიის სკოლებში ათეულობით ათასი ბავშვი აპირებს შევიდეს საკლასო ოთახებში, სადაც შეიძლება ინფიცირებული პედაგოგი დახვდეს. თუ პედაგოგების დენდროლოგიურ პარკში კოლექტიურ ექსკურსიებსაც გავითვალისწინებთ, ამის ალბათობა მაღალია.
განსაკუთრებით მინდა მივმართო გურიის რწმუნებულს - ზურაბ ნასარაიას, ოზურგეთის მერს - კონსტანტინე შარაშენიძეს, ჩოხატაურის მერს - ირაკლი კუჭავას, ლანჩხუთის მერს - ალექსანდრე სარიშვილს: გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა და არ დაუშვათ სასწავლო პროცესის დაწყება პედაგოგებისა და სკოლის სხვა პერსონალის მასობრივი ტესტირების პროცესის გარეშე!" — აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები