ბელარუსში საპროტესტო დროშის "აკრძალვას" მოქალაქეები ჭკვიანურად დაუძვრნენ

ფოტო: Gor Danelyan / OlgaDryndova
როგორც უკვე იცით, ბოლო კვირების განმავლობაში ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება: 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ხმების 80% დააგროვა, რასაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
აქციის ათასობით მონაწილე, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, დედაქალაქ მინსკის ქუჩებში გამოდიან თავიანთი მოთხოვნებით.
სწორედ ამ პროცესის სიმბოლოდ იქცა ბელარუსის ისტორიული თეთრ-წითელი დროშა, რომელსაც დემონსტრანტები და ოპოზიციური ძალები იყენებენ. ამჟამად ბელარუსის ოფიციალური დროშა სულ სხვაგვარად გამოიყურება, რომელიც ლუკაშენკომ მიიღო. მისი მმართველობის გასაპროტესტებლად კი იმ დროშას იყენებენ, რომელიც სწორედ მის გაპრეზიდენტებამდე იყო ბელარუსის სახელმწიფო სიმბოლო.

ბელარუსის ისტორიული დროშა, რომელიც სახელმწიფო სიმბოლო იყო 1991-1995 წლებში, სანამ მას ლუკაშენკო შეცვლიდა.

ბელარუსის სახელმწიფო დროშა 1995 წლიდან დღემდე.
იმის გამო, რომ თეთრი-წითელი-თეთრი შეფერილობის დროშა საპროტესტო ძალის სიმბოლოდ იქცა, პოლიციელები, მეხანძრეები და ლუკაშენკოს ძალაუფლების მხარდამჭერი პირები მას საჯარო სივრცეებიდან ყოველგვარი ახსნის გარეშე ხსნიან. დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ ამ გზით ცდილობს ხელისუფლება დროშის "აკრძალვას".
ამის მიუხედავად, მოსახლეობამ მაინც იპოვა გამოსავალი, რომ ისტორიული დროშის ფერები სხვადასხვა ნივთების საშუალებით გამოყენებინათ და თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ.
ახლა რამდენიმე ასეთ გამორჩეულ მაგალითს შემოგთავაზებთ:
სარეცხის გაფენა, როგორც პოლიტიკური აქტი

ფოტო: Gor Danelyan

ფოტო: VoicesBelarus

ფოტო: Michał Janczuk
მეტი, ვიდრე საქორწინო კაბა

ფოტო: OlgaDryndova
კრეატიულობა შეუზღუდავია

ფოტო: franakviacorka
პროტესტი ფერმაში

ფოტო: 2020Belarus
და სახლიდან გაუსვლელად

ფოტო: Massimo24ore
ბოლოს კი მანქანების ეს სიმბოლური სვლა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები