საქართველო უნდა იყოს ხარისხის ქვეყანა — მამუკა ხაზარაძე
ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ლელოს მარშალის გეგმას განავრცობს და როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონებისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების ეკონომიკურად გაძლიერების პირობებს განიხილავს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ხარისხიანი ქვეყნის შესაქმნელად ეტაპების გავლაა საჭირო, რომელიც ლელომ საკუთარ გეგმაში წარმოადგინა. მისი თქმით, დღეს მხოლოდ საქართველოს დედაქალაქია დასაქმების ეპიცენტრი და ხალხი საკუთარ ქალაქებსა და რეგიონებში ვერ საქმდება.
"ყველა საარჩევნო გამოსვლა, რომელიც მე აქამდე მომისმენია, იყო პროპაგანდა, რომ ისინი შექმნიდნენ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებდნენ ეკონომიკას. თუმცა, ეს არავის მიუყვანია ფინალამდე, რადგან ქვეყანაში არ შექმნილა ძლიერი საშუალო ფენა. ჩვენი ამოცანაა, 4 წელში შევქმნათ ძლიერი საშუალო ფენა, გადავხედოთ დღევანდელ რეალობას, თბილისშია ქვეყნის მოსახლეობის 90% თავმოყრილი, იმიტომ რომ ეს ხალხი სხვაგან ვერ საქმდება და ეს არის ხელისუფლების პრობლემა. ლელოს გეგმაა, რომ თბილისი უფრო მეტად განვავითაროთ, ხოლო სხვა დიდ ქალაქებსა და რეგიონებში შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა მოსახლეობამ შეძლოს არჩევანის გაკეთება, სად უნდა იმუშაოს და სად გაჯანსაღდეს ეკონომიკურად", — განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში თუ ეკონომიკური ნახტომი არ განხორციელდა, არსებული ჭაობიდან ვერ ამოვა საქართველო. ამის გამოსწორებას კი ლელო საკუთარი გეგმით აპირებს.
"საქართველო უნდა გახდეს ხარისხის ქვეყანა, არაფერი უხარისხო არ უნდა შემოვიდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ არ ვართ ის ერი, დარჩენილი, გაფუჭებული და მესამე ხარისხის პროდუქცია მივიღოთ. არ უნდა შემოვიტანოთ და არ უნდა გავიტანოთ მსგავსი პროდუქცია. "Made in Georgia" უნდა გახდეს ბრენდი. ასევე მნიშვნელოვანია, განვავითაროთ რეგიონები და დიდი ქალაქები — ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია, თელავი, რაჭა და სხვა", — აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, კულტურისა და ჩვენი იდენტობის წინ წამოწევის გარეშე ვერ განვვითარდებით. მანვე აღნიშნა, რომ როდესაც საუბრობს რეგიონულ განვითარებაზე, განმარტავს, რა მაქვს მხედველობაში. კახეთი — ღვინის მხარე; ანაკლია დაკავშირებულია ღრმაწყლოვან პორტთან და ამას აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე; მისივე თქმით, ქუთაისი უნდ აგახდეს ლოჯისტიკური და ფინანსური ჰაბი. ბათუმში უნდა განითარდეს სანაოსნო და საზღვაო ინდუსტრია.
"ამის ყველა რესურსი გვაქვს. აი, ეს მოგვცემს იმის საფუძველს, რომ განვავითაროთ ქვეყნის ეკონომიკა", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
საპრალამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები