ქართული ოცნება ბილბორდების პარტიად გადაიქცა — ლევან კობერიძე
"მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს მაშინ, როცა მისი წარმომადგენლები არც ერთ ტელევიზიაში დებატებზე არ დადიან, გარდა კომფორტული არხებისა", — ამის შესახებ ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების სიტყვები და საქმე ერთმანეთს ძალიან დაშორდა.
"ძალიან ბევრი ითქვა, რომ მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს ქვეყანაში, არის პროგრესული, გამჭირვალე, ასე აპირებს არჩევნების ჩატარებას. ამ განცხადებების ფონზე, ცოტა გაუგებრად გამოიყურება მათი პოზიცია, როცა არც ერთ ტელევიზიაში არანაირი ფორმატის დებატებზე არ დადიან. არ მიდიან ტელევიზიებში არათუ ოპონენტთან, მაგალითად ჩვენთან, რომ იმსჯელონ და დისკუსია გამართონ, არამედ ჟურნალისტებთანაც კი არ საუბრობენ ეთერებში, გარდა მათთვის კომფორტული არხებისა, სადაც წინასწარ მომზადებულ კითხვებზე პასუხობენ. ეს ყველაფერი არ ჯდება მათ განცხადებაში, რომ ევროპული სტანდარტისკენ მიდიან. მთელი ქალაქი გავსებული აქვთ ბილბორდებით. ადამიანს რომც მოგინდეს ადგილის აღება, ყველა ადგილი დაკავებულია მათ მიერ. მოსახლეობისთვის კი სათქმელი არაფერი აქვთ", — განაცხადა ლევან კობერიძემ.
ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილ გეგმაზეც ისაუბრა და ლელოს მარშალის გეგმის მთავარ ფაბულას გაუსვა ხაზი.
"ლელოს დიდი ხანია, პროგრამა აქვს წარმოდგენილი. ძალიან სერიოზული, დეტალური პროგრამა — მარშალის გეგმის ანალოგი ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის. მზად ვართ, დავსხდეთ ნებისმიერ ფორმატში თქვენთან დისკუსიისთვის. რატომ გაურბიხართ ღია ფორმატებს, გამჭვირვალე ფორმატებს. კვლევამაც დაადასტურა, რომ მხოლოდ 27% ამბობს და დანარჩენი მოსახლეობის 70% არ ასახელებს, ან არ იცის, ჯერჯერობით რომელ პარტიას აძლევს ხმას. არ ასახელებს იცით რატომ?! იმიტომ, რომ ქვეყანაში შიშის სინდრომია დასადგურებული. ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. თავდასხმები ოპონენტებზე, ნაციონალური მოძრაობისგან ისწავლეს. გახშირდა თავდასხმები ლელოს პარტიის წევრებზე, მათ შორის, ზუგდიდში კონკრეტული ფაქტები გვაქვს ქალებთან მიმართებით. მაინტერესებს, სად არის პარლამენტის გენდერული საბჭო ამ დროს, რატომ არ იღებს ხმას. ამ კითხვებით მივმართე პარლამენტს, თუმცა უმრავლესობის წევრებს კითხვებზე პასუხი არ აქვთ. ამიტომ დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს", — განაცხადა კობერიძემ.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები