ყველაფერი ძველებურად — წყვილმა ქორწინების 60 წლის იუბილე იმავე სამოსში აღნიშნა
რა არის ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინების ფორმულა? ერთმა ნებრასკელმა წყვილმა ეს ნამდვილად იცის. 88 წლის მარვინ სტოუნმა და 81 წლის ლუსილ სტოუნმა სულ ახლახან, მეტად ორიგინალური ფორმით აღნიშნეს ქორწინების 60 წლის იუბილე. საქორწინო სამოსში გამოწყობილმა ხელჩაკიდებულმა წყვილმა ნებრასკის ერთ-ერთ მდელოზე იცეკვა და ფოტოსესიაც მოაწყო.
ისინი 1960 წელს დაქორწინდნენ ნებრასკის ქალაქ სტერლინგის ლუთერანულ ეკლესიაში. ამ დროისთვის მარვინი თითქმის 29 წლის, ლუსილი კი 22 წლის იყო. ახლა კი, როცა მათ ერთად გადაიტანეს ჭირი და ლხინი, მწუხარება და სიხარული, მათი სიყვარულის აღსანიშნავად დრო მიეცათ. წყვილს სამი შვილი, ექვსი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი ჰყავს.
ორივე მათგანი — ლუსილიც და მარვინიც — მასწავლებლები იყვნენ ნებრასკას ერთ-ერთ პატარა ქალაქში. სწორედ იმ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი, სადაც ერთად ასწავლიდნენ, ერთი წლის შემდეგ კი დაქორწინებაც გადაწყვიტეს.
"ეს ფოტო პატარა ეკლესიაშია გადაღებული, რომელიც აღარ არსებობს, ამიტომ ძალიან ძვირფასი სურათია ჩვენთვის", — ამბობს ლუსილი შავ-თეთრ ფოტოზე, რომელზეც წყვილი საკურთხეველთან დგას.
2020 წელსაც ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც 60 წლის წინ: ლუსის მომხიბვლელი ყაითნიანი კაბა ეცვა, რომელიც თავის დროზე თავად შეკერა, მარვინს კი — ელეგანტური სმოკინგი "პეპელა" ჰალსტუხით. საქორწინო სამოსით ფოტოსესიის მოწყობის იდეა, რასაკვირველია, ლუსილს ეკუთვნოდა.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო, ასეთი გამორჩეული წყვილი სიყვარული სურათებზე აღმებეჭდა. ფოტოსესიისას ცხადზე ცხადი იყო, როგორ ზრუნავენ ისინი ერთმანეთზე. კამერის მიღმა ცრემლიც კი მომადგა თვალზე. ისინი ამტკიცებენ, რომ ნამდვილი სიყვარული დროის გამოცდას უძლებს. ეს ფოტოსესია არასდროს დამავიწყდება", — ამბობს ქეითი ოტრი, რომელმაც წყვილის ქორწინების საიუბილეო ფოტოები გადაიღო.
ფოტო: Katie Autry Photography
ფოტო: Katie Autry Photography
ფოტო: Katie Autry Photography
როგორც ჩანს, გადაღებული სურათები იმდენად მოეწონათ მარვინს და ლუსილს, რომ ფოტოგრაფს ხანგრძლივი ურთიერთობის რჩევები და საიდუმლოებები გაუზიარეს, რომელიც ოტრიმ საკუთარ ფეისბუქგვერდზეც გამოაქვეყნა:
- იმუშავეთ თავდაუზოგავად
- სიკეთით და მზრუნველობით მოეპყარით ერთმანეთს
- სანამ რამეს იტყვით, დაფიქრდით
- თქვენს სისუსტეებზე გასამარჯვებლად ერთმანეთის სიძლიერე გამოიყენეთ
- რწმენით გაძლიერდით.
"მის მიმართ ზუსტად ის გრძნობა მაქვს, რაც მაშინ მქონდა, საკურთხევლის წინ რომ ვიდექით", — ამბობს ლუსილი, — "აღმასვლის და დაღმასვლის პერიოდები გვქონდა და ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქორწინება სრულყოფილი არ ყოფილა. თუმცა, როცა დაბრკოლებას აწყდები, უნდა გადალახო და ცხოვრება განაგრძო".
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები