მადონა საკუთარ ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებს
ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მადონამ, განაცხადა, რომ თავის ცხოვრებასა და კარიერაზე ფილმის გადაღებას აპირებს, რომლის რეჟისორიც თავად იქნება.
მომღერალთან ერთად ფილმის სცენარზე ოსკაროსანი სცენარისტი, დიაბლო ქოუდი, მუშაობს, რომლის დაწერილიცაა ფილმები Juno და Young Adult.
ისტორია ფილმში, სავარაუდოდ, მადონას ცხოვრების ადრეული წლებიდან განვითარდება — ნიუ-იორკის ღარიბი უბნიდან მსოფლიო სუპერვარსკვლავობამდე, როგორ იქცა ჰიტებად Like a Virgin და Vogue.
თავად ხელოვანის განცხადებით კი, ფილმი, მეტწილად, სწორედ მუსიკაზე იქნება.
"მუსიკამ შემაძლებინა, ცხოვრება განმეგრძო, ხელოვნებამ კი სიცოცხლე მაჩუქა", — აცხადებს 62 წლის მომღერალი.
ავტობიოგრაფიული ფილმი, რომელსაც ჯერ სათაურიც კი არ აქვს, მადონასთვის პირველი კინონამუშევარი არაა. მან 2008 წელს Filth and Wisdom გადაიღო, 2011 წელს კი მომღერლის რეჟისურით გამოვიდა ფილმი WE, რომელიც მეფე ედვარდ VIII-ისა და უოლის სიმპსონის ურთიერთობას შეეხება.
ამ უკანასკნელს კრიტიკოსებმა დიდად არ უწყალობეს. ამასთან, ფილმმა მხოლოდ 2 მილიონი ამერიკული დოლარის გამომუშავება მოახერხა, მაშინ, როცა მისი ბიუჯეტი 11 მილიონს აღემატებოდა.
მიუხედავად ამისა, პოპ და როკვარსკვლავებზე შექმნილი ბიოგრაფიული ფილმები დიდი პოპულარობით სარგებლობს. გასულ წელს გამოსულ Rocketman-ს, რომელიც ელტონ ჯონის ცხოვრებაზე მოგვითხრობს და ფრედი მერკურის ისტორიაზე შექმნილ Bohemian Rhapsody-ის დიდი წარმატება ხვდა წილად — Queen-ის სოლისტის როლის შესრულებისთვის რამი მალეკმა ოსკარიც კი მიიღო.
ამჯერად, მადონას ფილმის გამომშვები კომპანია კინოსტუდია Universal Pictures იქნება, რომელმაც უწინ მომღერლის რისხვა დაიმსახურა არაოფიციალური სცენარის შეძენის გამო.
ჯერჯერობით უცნობია მსახიობების და პროდიუსერების ვინაობა, თუმცა პოპვარსკვლავმა ინსტაგრამის საკუთარ ანგარიშზე საინტერესო დეტალები გაამხილა.
გულშემატკივრებთან კითხვა-პასუხის ფორმატის საუბარში მომღერალმა ახსნა, რომ ფილმი შეეხება მისი "როგორც ხელოვანის, გადარჩენისთვის ბრძოლას კაცების სამყაროში". თავად ფილმი კი არაერთგვაროვანი ემოციებით იქნება დატვირთული: "ბედნიერება, სევდა, ბრაზი, სიგიჟე, სიკეთე, ბოროტება და სიმახინჯე".
მადონამ ასევე დასძინა, რომ ფილმში ვიხილავთ ისტორიებს ჟან-მიშელ ბასკიასთან მის ურთიერთობაზე, სკანდალურ სიმღერა Like a Prayer-სა და ფილმ Evita-ში შესრულებულ სამსახიობო როლზე.
"მსურს, ეკრანზე გადმოვცე ის საოცარი მოგზაურობა, რომლის შესაძლებლობაც მე, როგორც ხელოვანს — მომღერალს, მოცეკვავეს — ან, უბრალოდ, როგორც ადამიანს, მომეცა; მომეცა საშუალება, მსოფლიოში ჩემი გზა გამეკვალა", — ამბობს მადონა, — "ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩემი ცხოვრების გიჟურ მოგზაურობაზე ჩემი ხმით და ხედვით მოვყვე".
მადონა, რომლის სრული სახელი მადონა ლუიზ ჩიკონეა, მსოფლიო პოპ-კულტურაში ერთ-ერთ საკულტო ფიგურად მიიჩნევა. მისი ბესტსელერად ქცეული ადრეული ალბომები, Like a Virgin, True Blue და Like a Prayer 1980-იან წლებში არსებულ სექსუალურ, რელიგიურ და რასობრივ ტაბუს შეეხება. ამასთან, მადონა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სოლო მომღერალიცაა, რომლის სახელზეც 335 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები