ლელომ ისნის მოსახლეობას წარუდგინა გეგმა მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად
ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა ევროპის მოედნის ამფითეატრში ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ, რომელსაც ლელოს "მარშალის ახალი გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციისთვის" გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.
პარტიის ლიდერებმა ისნის მაცხოვრებლებთან ერთად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. მათ შორის ახალგაზრდობის პრობლემებსა და მრავალშვილიანი ოჯახების ყოველდღიურობაზე იმსჯელეს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მრავალშვილიანი დედებისა და ოჯახების საკითხს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
"მე თვითონ მრავალშვილიანი ვარ, 5 შვილი მყავს, მაგრამ მრავალშვილიანი დედების თემას რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს ცალსახაა. ვიცი, როგორ არსებობენ ისინი, როგორ მუშაობენ და ცხოვრობენ. სოციალიზაციას, აზრების გაზიარებას, სოლიდარობას და მხარდაჭერას აქვს დიდი ეფექტი. მრავალშვილიანმა მშობლებმა არ უნდა იგრძნონ და ვიღაცამ არ უნდა უთხრას, თუ რად უნდოდათ ამდენი შვილი, თუ მათი რჩენა არ შეეძლოთ, ეს მენტალობა უნდა შეიცვალოს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის კი ლელოს თავმჯდომარემ პარტიის მიერ მათთვის შეთავაზებულ პროგრამაზე ისაუბრა.
"უნდა დავეხმაროთ და გავაძლიეროთ ახალგაზრდები, პირველი სამსახურით, რაც სახელმწიფოს და კერძო სექტორის მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ მთავარი მიზანი იქნება ის რომ ახალგაზრდა ოჯახებს დავეხმაროთ, რათა შეძლონ ბინის შეძენა. იქირავე და გახდი მესაკუთრე, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალ დაოჯახებულები შეძლებენ ბინის შეძენას. ჩვენ შემოვიღებთ ბარათ 25-ს, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს უზარმაზარ შეღავათებს, მაგალითად ტრანსპორტში, რათა გადაადგილდნენ უფასოდ. ჩემს დროს იყო სტუდენტური ბილეთი, რომელიც გაძლევდა ფასდაკლებას. უნდა იყოს სპეციალური ფასდაკლება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. ჩვენ უნდა მივმართოთ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და კულტურული განვითარებისკენ. ანალოგიური ბარათები დამზადდება არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ მათი ბებიისთვის და ბაბუებისთვის - ბარათი 65+, რითაც შეეძლებათ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ღონისძიებაზე ისნის მოსახლეობას სიტყვით მათმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამაც მიმართა. გალდავამ ქვეყანაში უიმედობაზე, სიღარიბესა და გაჭირვებაზე ილაპარაკა.
"უიმედობა, სიღარიბე, ბავშვთა შიმშილი, ოკუპანტის მიმართ მავნებლური და დანაშაულებრივი პოლიტიკა. ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი იმედი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მზად არის, ხელში აიღოს ქვეყნის მმართველობა და შექმნას ისეთი სახელმწიფო, სადაც მოქალაქე იქნება დაცული. ლელო დადებს თავისი გამარჯვების ლელოს", - განაცხადა ლანა გალდავამ.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები