თუ არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ვერ შეიცვლება სიტუაცია — გიგი უგულავა ეკონომიკურ კრიზისზე
ევროპული საქართველოს მაჟორიოტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა და მათთან ხელშეკრულება დადო.
უგულავამ შეხვედრა გამართა სოფელ ცაცხვში, ურთაში, ცაიშსა და ჯიხაშკარში. უგულავას თქმით, მან დადო ხელშეკრულება ხალხთან, რომლის მიხედვითაც ევროპული საქართველო იღებს ვალდებულებას სხვადასხვა რეფორმის შესრულებაზე. უგულავამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ კრიზისს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც მოხდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
"იმისათვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ პანდემიით მანიპულირების საშუალება, რისი ნიშნებიც აშკარაა, რადგან თეთრ ხალათს ამოეფარა მთავრობა, და თავისი პრობლემები, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა, ცდილობენ ამით გადაფარონ. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას, ამავდოულად კამპანიის დროს, მაქსიმალურად ხდება პრევენცია პანდემიისგან, ამრიგად ვერიდებით დიდ შეხვედრებს, ვიცავთ ყველა რეკომენდაციას და ევროპული საქართველოს ღია ავტობუსით, კარდაკარ ვსტუმროთ ადგილობრივებს. დღეს, უმძიმესი ეკონიმიკური კრიზისია ქვეყანაში და თუ არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ვერ შეიცვლება სიტუაცია. ამრიგად, ჩვენ ევროპული საქართველო, ხალხთან ვდებთ ხელშეკრულებას და ამით ვიღებთ ვალდებულებას სხვადასხვა რეფორმის განხორციელებაზე. ამ ხელშეკრულებაზე ხელს აწერენ პარტიის ლიდერები და მეორე მხარეს ხელს აწერს პიროვნება, ვისთანაც ვდებთ ხელშეკრულებას. ერთი ნაწილი რჩება ჩვენთან, ხოლო მეორე ამ პირთან. გადასახადებისა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, ქალაქებისთვის რეალური თვითმმართველობის მინიჭება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემა, სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების შემოღება, პოლიციის უფროსების ადგილზე არჩევა, პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაორმაგება, ეს იმ პუნქტების ჩამონათვალია, რისი შესრულების ვალდებულებასაც იღებს ევროპული საქართველო. სწორედ ამგვარად შეგვიძლია დავეხმაეროთ ეკონომიკას, რომ ამოვიდეს უმძიმესი კრიზისიდან და სწორედ ასე შეიძლება გარდამტეხი ცვლილებების მოხდენა. ჩვენ ასეთი ფორმით გადავწყვიტეთ ადგილობრივებთან შეხვედრა, ვიცავთ დისტანციას, შორიდან ვესალმებით ადგილობრივებს, რათა მოხდეს პრევენცია. თუმცა, საგულისხმოა, რომ ხელისუფლება ნამდვილად იყენებს ამ პანდემიას. ჩვენ შეიძლება არ ვართ ეპიდემიოლოგები, თუმცა ჯანსაღი აზრი გვაქვს და ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამას პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს.“ - განაცხადა გიგი უგულავამ
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები