ქართული ოცნების ლიდერებს ვურჩევ სერიოზულად მიიღონ ევროპარლამენტის რეზოლუცია — კანდელაკი
ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ევროპარლამენტარების მიერ რეზოლუციის კენჭისყრას ეხმაურება, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება.
გიორგი კანდელაკის თქმით, ეს რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი რანგის, სადაც საუბარია იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნებამდე. კანდელაკის თქმით, რეზოლუციაში გამახვილებულია ყურადღება პოლიტიზირებული მარლთმსაჯულების საქმეზე და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაზე, ასევე წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა დარღვევაზე. კანდელაკმა მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, თვალი გაუსწორონ რეალობას და გაითვალისწინონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები.
"ამ წუთებში ევროპარლამენტში მიმდინარეობს კენჭისყრა რეზოლუციისა, რომელიც შეეხება საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და ეს არის ძალიან მაღალი რანგის და ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი იღებს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. რეზოლუციაში პირდაპირ არის ნათქვამი და ეს არის შეთანხმებული ტექსტი, ყოველგვარი შესწორების გარეშე, ყველა ფრაქციის მიერ, მათ შორის ქართული ოცნების პარტნიორი ფრაქციის, სოციალისტური ფრაქციის მიერ. აქ პირდაპირ არის ჩამოთვლილი რა არ უნდა მოხდეს ამ არჩევნებზე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობის შემთხვევების არ გამოძიება და არავის არ დავიწყებია კორცხელი და წინა არჩევნებზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტები, ასევე საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და ზოგადად, ზეწოლა ამომრჩევლებზე. ასევე, პირდაპირ არის მოწოდება, რომ გადაწყდეს პოლიტიზირებული მარლთმსაჯულების დარჩენილი საქმე 8 მარტის შეთანხმების შესრულების კონტექსტში და რათქმაუნდა, გიორგი რურუას საქმე იგულისხმება და სალომე ზურაბიშვილის მიერ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება სწორედ ამ შეთანხმების კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯად არის მოხსენიებული. ასევე საუბარია პროპაგანდაზე, მტრული ქვეყნის პროპაგანდაზე, თუმცა ამავდროულად, პროპაგანდაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ აღკვეთა Facebook - მა და გააუქმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასეულობით გვერდი. მე ვურჩევ ქართული ოცნების ლიდერებს, რომ გუშინდელივით არ დაიწყონ ტყუილების თქმა, თვალი გაუსწორონ რეალობას და ძალიან სერიოზულად მიიღონ საქართველოს მეგობრების და მხარდამჭერების ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და წონიანი რეზოლუცია, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში მიიღებს ევროპარლამენტი", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ევროპული საქართველო ასევე გვიზიარებს რეზოლუციის თარგმანს. რეზოლუციაში ასახული მუხლები: მუხლი 6: "მიესალმება ყველა მთავარი პოლიტიკური პარტიის მიერ საერთაშორისო შუამდგომლობით მიღწეული 2020 წლის 8 მარტის განცხადების მიღებას რომელმაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ საპარლამენტო ადგილზე დაფგუძნებული საარჩევნო სისტემის მთავარი მახასიათებლები დაადგინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად... მიესალმება 8 მარტის შეთანხმების განხორციელებას და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 15 მაისს პატიმრობაში მყოფი ორი ოპოზიციური ლიდერის შეწყალებას რაც დაძაბულობის განსამუხტავად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო; მოუწოდებს ყველა მხარეს, ამ კონტექსტში, რომ უერთგულონ შეთანხმების როგორც სულისკვეთებას ასევე ტექსტს და სრულად განახორციელონ მისი ყველა ასპექტი, კონკრეტულად კი უზრუნველყონ რომ საარჩევნო რეფორმის ყველა ასპექტი შევა კონსტიტუციასა და კანონებში და რეალურად შესრულდება და რომ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ყველა დარჩენილი საქმე გადაწყდება ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.
მუხლი 8. აღნიშვანს რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება საქართველოს რეპუტაციისთვის გადამწყვეტი და გამოხატავს იმედს რომ საარჩევნო კამპანია იქნება სამართლიანი, მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად განახორციელოს და შეასრულოს ეუთოს რეკომენდაციები და გამოასწოროს რელევანტური კანონმდებლობა და გამოწვევები, მათ შორის საჯარო რესურსების პოლიტიკური კამპოანიისთვის ბოროტად გამოყენება და კამპანიების სხვაგვარად შეუფერებელი დაფინანსება, ძალადობის დაუსჯელობა, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გავრცელება, ამომრჩევლების, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეების მოსყიდვა, ზეწოლის და ანგარიშსწორების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა; მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და საარჩევნო დამკვირვებლების მუშაობა რათა მათ საკუთარი მოვალეობის შესრულება შეძლონ ზეწოლის და ჩარევის გარეშე;"
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები