ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას ფინანსურ გეგმას სთავაზობს
მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება მინიმუმ 6-თვიანი საშეღავათო პერიოდით.
"ეს მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ, მათ ხელს არსებული მცირე რესურსი, რათა გაზაფხულიდან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ
მისივე თქმით, ეს დროებითი მექანიზმი იქნება წინაპირობა იმ 3-მილიარდიანი საგარანტიო ფონდისა, რომელიც ლელოს მარშალის გეგმაშია მოცემული.
"მე მაქვს ახალი შემოთავაზება, რატომღაც მთავრობამ ჩემი წინა შეთავაზება არ გაითვალისწინა. მე მათ შევთავაზე, შეექმნათ 3 მლრდ-იანი საგარანტიო ფონდი, რომელიც ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანდა არც ლარს და არც კომპანიებს, რომლებმაც დაკარგეს თითქმის ყველაფერი. თუმცა, ახლა კიდევ ვთავაზობ ალტერნატივას, შექმენით გარანტია, მოსახლეობისთვის, რომ ის ძველი კრედიტები გადაფინანსდეს, ამით მოეხსნება ადამიანებს და ბიზნესებს სტრესი. ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები. ამ კრიზისს გადავივლით, გავივლით არჩევნებს, ამ სტრესს მოვუხსნით, როგორც ხალხს ასევე ეროვნულ ვალუტას".
ლელოს თავმჯდომარის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ყველა მხარე — მათ შორის, თავად სახელმწიფოც მოგებული დარჩება.
"ეს ხალხი ვისაც ვალდებულება აქვს ბანკებში, არიან გადახდისუნარიანები, სხვა შემთხვევაში ბანკები მათთან არ ითანამშრომლებდნენ. უნდა მოხდეს ახალი ისტორიის დაწყება, ახალი ათვლის წერტილის დაწყება. ეკონომიკა ამოისუნთქებს, ბანკებს მოეხსნებათ რეზერვი, რითაც უზარმაზარ ზარალში მიდიან და ბანკების ზარალი პირდაპირ პროპორციულია ქვეყნის ეკონომიკის ნგრევის. ამიტომ ვურჩევ მათ, გაითვალისწინონ ჩვენი შეთავაზება", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, სასესხო ვალდებულებებისგან სამი თვით გათავისუფლდენენ. ამავე დროს ლელომ მთავრობას 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნა შესთავაზა. როგორც რამდენიმე თვის წინ პარტიაში აცხადებნენ, აღნიშნული ფონდი მათ მიერ შეთავაზებული 6-მილიარდიანი ანტიკრიზისული მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ფონდი კომპანიებს საშუალებას მისცემდა, შეენარჩუნებინათ თანამშრომლების 80%.
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვასაგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას საგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე მშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვამძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება მძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება
-
გადახედვაDRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
-
გადახედვაარაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები. არაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები.
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
-
-
გადახედვარა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
-
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
კომენტარები