7 სამეცნიერო ჟანრის წიგნი, რომელიც დღესვე უნდა იყიდოთ
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. მართალია, ამით მეცნიერი ვერ გახდებით, მაგრამ რაღაცებში გაერკვევით და მერე იქნებ რამე საოცარი იდეაც დაგებადოთ, ვაშლი დაგეცეთ თავში ან კატა ჩასვათ ყუთში და ნობელის პრემიაც აიღოთ.
ჩვენ, ქართული მეცნიერების ქომაგებმა, გადავწყვიტეთ მოგაწოდოთ სამეცნიერო ლიტერატურის სია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, გააანალიზოთ და შემდეგ ქვეყანას და კაცობრიობას გამოადგეთ.
მაშ ასე, 7 სამეცნიერო წიგნი, რომელიც დღესვე უნდა იყიდოთ და წაიკითხოთ. თაროზე შემოდება არ ითვლება.
1. ალბერტ აინშტაინი - იდეები და მოსაზრებები
ალბერტ აინშტაინის პოპულარული ნაშრომების კრებული. შედგენილია თავად მეცნიერის მეთვალყურეობითა და დასტურით. მოიცავს მის ადრეულ და გვიანდელ ნაშრომებს. წიგნში თავმოყრილია აინშტაინის ტექსტები ფარდობითობაზე, ატომურ ომსა და მშვიდობაზე, რელიგიასა და მეცნიერებაზე, ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკაზე და სახელმწიფოზე.
წიგნის ბოლო ფურცელზე ნახავთ ქართულ წარწერას: "და ეს ბიჭი იყო აინშტაინი".
- წიგნი - $10
- ელექტრონული წიგნი - $12
2. ერნსტ მაიერი - რა არის ევოლუცია
თუ გაინტერესებთ ევოლუციის თეორია (და ნეტა რატომ არ უნდა გაინტერესებდეთ), ეს წიგნი საუკეთესო საშუალებაა მის შესასწავლად და ბოლომდე გასაგებად. ერნსტ მაიერი მარტივი ენით ხსნის ბიოლოგიურ პროცესებს, ადარებს ევოლუციის თეორიას სხვა თეორიებსა და ფილოსოფიებს და პასუხს სცემს ყველა კითხვას, რომელიც შეიძლება ვინმეს დაებადოს.
- წიგნი - $14
- ელექტრონული წიგნი - $12
3. ერვინ შროდინგერი - რა არის სიცოცხლე?
არის ამ წიგნში კატაზე ლაპარაკი თუ არა? არის და არ არის.
წიგნში თავმოყრილია შროდინგერის საჯარო ლექციები, ავტობიოგრაფიული სკეჩები და სამეცნიერო თეორიები.
- წიგნი - $13
- ელექტრონული წიგნი - $11
4. რიჩარდ როუდსი - როგორ იქმნებოდა ატომური ბომბი
მანჰეტენის პროექტისა და ატომური იარაღის ისტორია. რიჩარდ როუდსის წიგნი მოგვითხრობს ყველაფერს, ატომური ენერგიის აღმოჩენიდან - იაპონიაში, პირველი ბომბის ჩამოგდებამდე.
- წიგნი - $15
- ელექტრონული წიგნი - $15
5. თიმოთი ფერისი - როგორ ვეცნობოდით ირმის ნახტომს
როგორ ეცნობოდა და სწავლობდა კაცობრიობა კოსმოსს. ასტრონომიის ისტორია, კვლევის მეთოდები, ადამიანები, რომლებმაც სამეცნიერო გარღვევები და გარდატეხები მოახდინეს. ყველაფერი პტოლომედან - დღემდე.
- წიგნი - $15
- ელექტრონული წიგნი - $15
6. სუზან გარფილდი - მოგზაურობა ადამიანის ტვინში
რამდენი მითი გსმენიათ ადამიანის ტვინის შესახებ? მაგალითად, ჩვენი ტვინის მხოლოდ 3-4 პროცენტს რომ ვიყენებთ და გენიოსები შვიდს? გაიგეთ ყველაფერი ადამიანის ტვინის, მისი ყველა ნაწილისა და ფუნქციის შესახებ.
- წიგნი - 15$
- ელექტრონული წიგნი - $10
7. კრის მაკგოვანი - დიატომებიდან დინოზავრებამდე
გაიზრდებიან მწერები პტეროდაქტილების ზომამდე? რატომ არიან ჭიანჭველები ასეთი ძლიერები? რა საერთო აქვთ მოლუსკს, კონდორს, კუსა და ზუთხს? როგორ უძლებდა დინოზავრის ჩონჩხი 28 ტონიანი სხეულის მასას? როგორ მიეწოდება ჟირაფს სისხლი გულიდან ტვინამდე? ამ და სხვა უამრავ შეკითხვას პასუხს სცემს კრის მაკგოვანი და მიმოიხილავს სიცოცხლის ფიზიკას.
- წიგნი - $11
- ელექტრონული წიგნი - $16
ცხადია, ეს სია სრული არ არის, მაგრამ ვიდრე ამ წიგნებს წაიკითხავთ, ჩვენ მომდევნო სიას მოგიმზადებთ.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები