ბელარუსელი ვენერა — მხატვრის პასუხი პოლიციის ძალადობას
ათასობით ბელარუსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ხუთ კვირაზე მეტია ქვეყნის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს. ამ პროცესებში კი ქალებმა განსაკუთრებუთ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს არაერთი კუთხით.
პოლიცია თუ სხვა შეიარაღებული ძალები ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს სისტემატურად აპატიმრებენ და როგორც ოპოზიციური ძალები ირწმუნებიან, მათ შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან და აწამებენ.
სწორედ ამის გასაპროტესტებლად ხელოვანმა იანა ჩერნოვამ ახალი ნახატი შექმნა, რომელიც შემზარავი გამოსახულებით სისტემური ძალადობის საშინელებას გვაჩვენებს: სისხლისფრად შეღებილ იატაკზე, რომელსაც ბელარუსის მოხაზულობა აქვს, შიშველი ქალი წევს, ხოლო მისი სხეული იისფერი, მწვანე და ყვითელი დალურჯებებითაა აჭრელებული.
"ყველაფერი, რაც ჩვენთან ხდება, გაუმართლებელი ბოროტებაა ხალხის, გოგოების წინააღმდეგ. ეს არის განადგურება ყველაფრისა, რაც მშვენიერი, ნაზი და თბილია. ეს პროცესები არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად ბელარუსელი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული", — აცხადებს მხატვარი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპროტესტო აქციების ფარგლებში პოლიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალის გადაჭარბებაში ადანაშაულებენ, რასაც ლუკაშენკოს მთავრობა უარყოფს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი წამების ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
იანა ჩერნოვას ნახატში წითელი და თეთრი ფერი დომინირებს, რაც შემთხვევითი არ არის: როგორც ნამუშევრის ავტორი ადასტურებს, მან ეს ფერები ბელარუსის ისტორიული თეთრი-წითელი დროშის შესაფერისად აარჩია, რაც ბოლოდროინდელი პროტესტის სიმბოლოდ იქცა.
მხატვარი, რომელიც ამჟამად მოსკოვის ხელოვნების აკადემიის ფინალურ კურსზეა, აცხადებს, რომ ის ყოველთვის კრიტიკულად იყო განწყობილი ბელარუსის ხელისუფლების მიმართ:
"ამ რეჟიმში დავიბადე და გავიზარდე, რის გამოც ვნახე და მოვისმინე ისტორიები იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა და ხდება დღემდე. ადამიანების გაუჩინარება, მოკვლა და გატაცება ბელარუსელი ხალხისთვის ახალი არ არის. ეს ყოველთვის ასე ხდება და არ ვიცი, როგორ შეუძლია ვინმეს, მსგავს მმართველებს დაუჭიროს მხარი".
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები