House Of The Dragon — ყველაფერი, რაც GOT-ის პრიქველის შესახებ ვიცით
ჯერ კიდევ მანამ, სანამ მილიონობით მაყურებელი Game of Thrones-ს დაემშვიდობებოდა, ამ საკულტო შოუს შემოქმედები აქტიურად განიხილავდნენ ხუთი სხვადასხვა სერიალის იდეას, რომელიც იმავე სამყაროში განვითარდებოდა, ოღონდ სულ სხვა დროში და განსხვავებული გმირების ისტორიების მიხედვით შეიქმნებოდა.
ერთ-ერთი ასეთი პრიქველი, რომელსაც სახელწოდებით Bloodmoon ან The Long Night მოიხსენიებდნენ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ამბებამდე 8 000 წლით ადრე მომხდარ მოვლენებზე მოგვითხრობდა.
შესაბამისად, არათუ ნაცნობ პერსონაჟებს, არამედ დრაკონებს, ტარგარიენებსა და რკინის ტახტსაც კი ვერ ვიხილავდით, თუმცა, დიდი ალბათობით, გამოჩნდნბოდნენ სტარკები, ტყის შვილები და თეთრი მოსიარულეები.
HBO-მ დაიწყო კიდეც ამ პროექტზე მუშაობა: გადაიღეს საპილოტე ეპიზოდი, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ავტორი, ჯორჯ მარტინი იყო.
საპილოტე ვერსიის ხილვის შემდეგ HBO-მ მასზე მუშაობა შეაჩერა. როგორც ჩანს, GOT-ის ფინალის იმედგაცრუების შემდეგ, ისინი უფრო კრიტიკულად აფასებენ შესაძლო რისკებს.
თუმცა გულს ნუ დაიწყვეტთ: ერთ შესაძლო ვარიანტზე უარის თქმის მიუხედავად, მათ უკან არ დაუხევიათ და ახალი პრიქველის შექმნაზე ორიენტირდნენ, რომლის სახელწოდებაც House of the Dragon იქნება.
ამ ახალი პრიქველის სიუჟეტური ხაზი უფრო ახლო წარსულს უკავშირდება, ვიდრე Bloodmoon-ისა: House of the Dragon ტარგარიენების სამოქალაქო ომის, იგივე დრაკონების ცეკვის შესახებ იქნება, რომელიც Game of Thrones-ში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა.
სერიალს კვლავ ჯორჯ მარტინის წიგნების კიდევ ერთი ცნობილი სერიის Fire and Blood-ის მიხედვით იღებენ, რომელიც ტარგარიენების საგვარეულოს წარმომადგენლების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
ეს ომი დეინერისის წინაპრებმა რამდენიმე თაობით ადრე წამოიწყეს და მან საბოლოოდ ვესტეროსის ერთიანი სამეფოს შექმნა გამოიწვია. შესაბამისად, მალე ეკრანზე არაერთ დრაკონსა და მათ მხედრებს — ტარგარიენებს ვიხილავთ.
Game of Thrones-ისგან განსხვავებით, ამ სერიალის სიუჟეტური ხაზის დასასრული ჩვენთვის წინასწარვე ცნობილია, თუ, რა თქმა უნდა, მისი შემქმნელები პირველწყაროს არ გადაუხვევენ, რაც ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ჯორჯ მარტინი კვლავ მთავარი აღმასრულებელი პროდიუსერია.
მარტინთან ერთად ამ შოუს შექმნაში მონაწილეობას მიიღებს მიგელ საპოჩნკი, რომელიც აქამდეც მაყურებლებისთვის არაერთი საყვარელი ეპიზოდის შექმნაში იყო ჩართული: მან გადაიღო ისეთი ცნობილი სერიები, როგორებიცაა Battle of the Bastards, Hardhome და The Winds of Winter.
უკვე დამტკიცებულია, რომ ამ ახალი პროექტისთვის ათ სერიას გადაიღებენ: HBO-მ უკვე კასტინგიც გამოაცხადა. ასევე ცნობილია, რომ მისი პრემიერა 2022 წელსაა დაგეგმილი, თუმცა ეს თარიღი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს, განსაკუთრებით მსოფლიოში მძვინვარე პანდემიის გამო.
როგორც ვიცით, ამჟამად GOT-ის სხვა არცერთ პრიქველს აღარ განიხილავენ და მთლიანად House of the Dragon-ზე არიან კონცენტრირებულნი. შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, დეინერსზე მეტი მოთმინება ვიქონიოთ და ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი საყვარელი სამყაროს შესახებ ახალ სერიალს მალე ვიხილავთ.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები