ისანში საპროტესტო აქცია იმართება. მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ისინი ბინების დაკანონებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში, ხატია დეკანოიძე და სტრატეგია აღმაშენებლის წევრები.