გერმანია არჩევნებზე დასაკვირვებლად 37 პირს გამოგზავნის — გერმანიის ელჩი საქართველოში

ფოტო: kavkazplus.com
გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ გერმანია საქართველოში ჩვეული სადამკვირვებლო კონტიგენტის, 37 პირის გამოგზავნას აპირებს.
"გერმანიას რაც შეეხება, ჩვემ გამოვგზავნით დამკვირვებელთა ჩვეულ კონტიგენტს — 37 პირს, ასეთი ამოცანა გვაქვს დასახული. ჩვენ სწორედ ახლა ვადგენთ მათ გუნდს. პირველი დამკვირვებლები რამდენიმე დღეში ჩამოვლენ, დანარჩენი ნაწილი კი ოქტომბრის ბოლოს ჩამოვა. ვიმედოვნებ, რომ გვეყოლენა ODIHR-ის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებელი იმისთვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავარკვირდეთ", — განაცხადა ქნირშმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. 16 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნების პორცესს ეუთო/ოდირის მისიაში ჩართული მოხალისეები და აშშ-ს საელჩოც დააკვირდება. ისინი პროცესს ცესკოსთან ერთად დააკვირდებიან.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები