მთავრობა, რომელსაც ქვეყანაში გავრილოვი ჩამოჰყავს, ნატოში ვერ შევა — სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას ეხმაურება.
სერგი კაპანაძის თქმით, თუ ქვეყანას სურს მიუახლოვდეს ნატოს, მისი დემოკრატია არ უნდა იდგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და მისი მთავრობის პროდასავლურობაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აწარმოოს პროაქტიური საგარეო პოლიტიკა და არა ისეთი პასიური, როგორსაც ქართული ოცნების ხელისუფლება აწარმოებს, ამას კი, როგორც კაპანაძე აღნიშნავს, გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.
"ქვეყანა რომ მიუახლოვდეს ნატოს, უნდა ჰქონდეს ისეთი დემოკრატია, რომელშიც არანაირი კითხვის ნიშანი არ იქნება, უნდა ჰყავდეს ისეთი მთავრობა, რომლის პროდასავლურობაში არავის ეჭვი არ ეპარება და არ უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელსაც გავრილოვი ჩამოჰყავს ქვეყანაში და იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს და იყენებს კოვიდს პოლიტიკური ქულების დასაწერად, წირავს ეკონომიკას ამას და არანაირი წინსვლის გეგმა არ გააჩნია. როდესაც ასეთი მთავრობა გყავს, ნატოში ინტეგრაციაზე საუბარი არის ზედმეტი. ამიტომ, ამ მთავრობის შეცვლის შემდეგ, დაჩქარდება ნატოში ინტეგრაციის პროცესი. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი მტერი და აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და ამას იყენებს იმისათვის, რომ შეაფერხოს ჩვენი ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ასეთ რეალობაში, ერთადერთი კონტრზომა ის არის, რომ რუსეთზე იყოს მუდმივი ზეწოლა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, რომ მან არ გააგრძელოს ამ ფაქტორების გამოყენება ჩვენი დასავლური ინტეგრაციის შესაფერხებლად. მთავარი რაც შესაცვლელია არის ის, რომ პროაქტიური პოლიტიკა იყოს რუსეთთან დიპლომატიური დაპირისპირება და არ ხდებოდეს ილუზიის შექმნა, რომ ჩვენ ორმხრივი დიალოგით ვაგვარებთ პრობლემებს რუსეთთან, რაც არ არის რეალობა. სწორედ ეს არის შესაცვლელი მას შემდეგ, რაც დამარცხდება ივანიშვილი", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები