10 ტენდენცია, რომელიც მომავლის სახლში გაჩნდება
როცა ინტერიერის დიზაინერებს და არქიტექტორებს ჰკითხეს, რა ტენდენციები გაჩნდებოდა მომავალში, ცხადია, წამყვან ფაქტორად კორონავირუსის პანდემია დასახელდა. თუმცა ნაწინასწარმეტყველები ტენდენციების ნაწილი სახლის დიზაინში ჯერ კიდევ პანდემიამდე გამოჩნდა, ვირუსმა კი მხოლოდ მცირედით უბიძგა დაჩქარებისკენ. ჩიკაგოელი დიზაინერის, უენდი ლებრუმის, პროგნოზით, ოთახების ღია დაგეგმარების მოთხოვნა შემცირდება. ამასთან, კარანტინის პერიოდში შეცვლილი ცხოვრების სტილის და ყოველდღიურობის კვალდაკვალ — როცა ერთ სახლში რამდენიმე თაობა იყრის თავს, დამოუკიდებლად ცხოვრების სიძვირის და სხვა მიზეზების გამო — იცვლება სივრცის დაყოფის და ფუნქციების გადანაწილების ტრადიციული გზებიც. ამ სტატიაში იმ 10 ტენდენციას წარმოგიდგენთ, რომელიც უახლოეს ათწლეულში გამოჩნდება თქვენს სახლში.
1. გვექნება ბუნებასთან წვდომის მოთხოვნა
სიეტლელი ინტერიერის დიზაინერის, ჩარლი ჰელსტერნის, თქმით, თანამედროვე მოწყობილობებისადმი ჩვენი მიჯაჭვულობის გამო, ხშირად გვაქვს ცის, მზის ან, თუნდაც, ქარის მონატრების განცდა. ამის გათვალისწინებით, როგორც ჰელსტერნი აღნიშნავს, სამომავლო ტენდენციებში ვიხილავთ ფანჯრებს, რომლებიც ფართოდ იღება, ეგრეთ წოდებულ ჯულიეტის აივნებს და მომცრო ტერასებს. სანფრანცისკოელი არქიტექტორის, მალკოლმ დევისის, აზრით კი, გამჭვირვალე მასალით დამზადებული ჭერი, რომელიც სახლს უფრო ნათელს ხდის, ასევე პოპულარული გახდება.
2. ღია დაგეგმარებაზე უარს ვიტყვით
ღია კონცეფციის დაგეგმარება აქტუალობას ჯერ კიდევ პანდემიამდე კარგავდა, თუმცა იმ პერიოდში, როცა ჩვენ სახლიდან მუშაობა და სწავლა გვიწევს, ვრცელი ოთახები ერთობ არაკომფორტულია.
"განსაზღვრული სივრცეები, რომლებიც მათ დატვირთვას ერთმანეთისგან მიჯნავს, ჩვენს ყოველდღიურობაში ჰარმონიის შემომტანია", — ამბობს დალასელი დიზაინერი კელი სირნა. თუმცა, მისივე თქმით, ეგრეთ წოდებული კურდღლის სოროს განლაგებაც, რომელიც ერთმანეთისგან დამატებითი კედლებით იზოლირებულ ოთახებს ნიშნავს, ნაკლებსავარაუდოა, ინტერიერის დიზაინის ტენდენციებში დაბრუნდეს.
"მთავარი ამოცანა ის არის, რომ სივრცეები ისე გამიჯნო ერთმანეთისგან, მათ შორის კავშირი არ დაიკარგოს", — ამბობს სანფრანცისკოელი არქიტექტორი ენდრიუ მანი. ამ ამოცანის შესრულებისთვის ხელსაყრელია შიდა ფანჯრები და სხვაგვარი ღიად განაჭერი, რაც მიუხედავად იზოლირებისა, სივრცის ერთიანობის განცდას შექმნის.
3. გარეუბნები ურბანული სივრცის ნაწილი გახდება
"მილენიალებს, რომელთაც ქალაქი უყვარდათ, ახლა კერძო სახლი სურთ", — ამბობს გრინვიჩელი არქიტექტორი, ჩარლზ ჰილტონი. მას ეთანხმება ლებრუმიც. მისი პროგნოზით მოთხოვნა დიდ სახლებზე, წინათ რომ თავს არიდებდნენ, მომავალში გაიზრდება. დეკორატორ ლესლი მარტინის თქმით კი, ურბანული ესთეტიკის გარეუბანში გადმოტანით, ქალაქის ყოფილ მცხოვრებებს შეუძლიათ თავიდან აირიდონ ქალაქური იდენტობის დაკარგვის შიში.
4. ძენის ძიება მოგვიწევს
კარანტინთან ერთად ბევრ ადამიანს სახლში ვარჯიში ჭკუაში დაუჯდა. ჩიკაგოელი ინტერიერის დიზაინერის, ეიმი უერტეფნის, თქმით, მომავალში ხალხს ენდომება, სახლში ჰქონდეს სიჯანსაღის ოთახები, სადაც შეძლებენ გიმნასტიკით ან იოგათი დაკავდნენ. ამ უკანასკნელისთვის, ცხადია, ქალაქის სახლში მედიტაციის სივრცის მოწყობა იქნება საჭირო. სანფრანცისკოელი დიზაინერი, კრისტენ პენა, აღნიშნავს, რომ კლიენტები უფრო ხშირად ითხოვენ დასვენების და ძალების აღდგენის სივრცის გამოყოფას.
5. დივანი წონას დაკარგავს
"არ გეჩვენებათ — ავეჯი უფრო დიდი გახდა და ზომაში პიკს 2010-იან წლებში მიაღწია", — ამბობს ჩიკაგოელი ავეჯის გამყიდველი, ქეითი სმითი. ბოლო დროს მის მაღაზიაში ყველაზე პოპულარული პროდუქტი 180-სანტიმეტრიანი ბალიშებიანი დივანი იყო.
ნიუიორკელი დიზაინერის, ხუან მონტოიას თქმით, "დიდ და მძიმე ავეჯს შედარებით მომცრო და კომპაქტური დგამი ჩაანაცვლებს".
7. ხშირად დავიბანთ ხელებს
1918 წელს დაწყებული ესპანური პანდემიის შემდეგ ჰიგიენის ოთახის შესასვლელთან ახლოს განთავსების ტენდენცია გამოჩნდა. მსგავსად აისახება კორონავირუსის პანდემია ინტერიერის მოწყობაზეც — შესასვლელში გამოჩნდება ნიჟარა ხელის დასაბანად და სივრცე ფეხსაცმლის და სახლში შემოტანილი ნივთების განსათავსებლად.
"რადგან ბოლო პერიოდში უფრო პრიორიტეტული გახდა, სახლში არ შევიტანოთ ბაქტერიები, ვფიქრობ, მოსახერხებელი სათავსო შესასვლელს, კარიდან ყველაზე ახლოს მდებარე ადგილს მიესადაგება", — ამბობს ჰიუსტონელი დიზაინერი მარი ფლენიგანი.
7. თაობები ერთმანეთს შეერევა
ლოსანჯელესელი არქიტექტორის, ჩეტ კალაჰანის, ერთ-ერთი ბოლო პროექტი იმ კონსტრუქციის შექმნა იყო, სადაც სამი თაობა ერთჭერქვეშ იცხოვრებდა. მისი აზრით, ეს ტენდენცია ბოლოდროინდელ სიტუაციას ასახავს — როცა დამოუკიდებლად ცხოვრება ძვირია, სიახლოვის სურვილი კი — მეტი.
ჰიუსტონელი დიზაინერის, ბენჯამინ ჯონსტონის, კლიენტებიც მეტწილად გაფართოებული ოჯახისთვის შესაფერის დაგეგმარებას ითხოვენ:
"სამომავლოდ, სახლებში უფრო მეტად შეხვდებით რამდენიმე საძინებელ ოთახსა და მშობლებისა და შინ დაბრუნებული შვილებისთვის განცალკევებული სივრცეებს".
8. დიზაინი უფრო სადა და რბილი გახდება
მკაცრად სწორხაზოვანი დიზაინი წარსულს ჩაბარდება.
"წარმოიდგინეთ მრგვალფორმიანი სავარძლები, წრიული მოყვანილობის საზურგიანი სკამები და ასეთივე მოხაზულობის ზედაპირები, კედლები და ავეჯი", — ამბობს ვანკუვერელი დიზაინერი, გილიან სეგალი, — "ფსიქოლოგია ამბობს, რომ უხეში კიდეები წესრიგს და დისციპლინას წარმოაჩენს, ორგანული მოხაზულობა კი ჰარმონიის და სითბოს გამომხატველია".
9. გააზრებულად შევიძენთ საჭირო ნივთებს
სახლის მეპატრონეები უფრო მეტად მაღალხარისხიან პროდუქციას მიანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე გადაყრისთვის განწირულ ნივთებს.
"მეტი გულისყრით მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა შედეგებზე ფიქრსაც სამომავლოდ ვდებდით", — ამბობს ნიუიორკელი დიზაინერი ვიკი ჩარლზი.
როგორც დიზაინერი ები ჰეთერინგტონი აღნიშნავს, კლიენტები უწინდელზე უფრო დაინტერესებულნი არიან, სად მიდის მათი ფული.
10. სახლიდან მუშაობა პრიორიტეტული იქნება
ინტერიერის დიზაინერის, მერიონ ფილპოტს მილერის, განცხადებით, მნიშვნელოვანწილად გაიზარდა მოთხოვა სახლის ოფისის მოწყობაზე, თუმცა "ეს ყოველთვის ტრადიციულ სამუშაო მაგიდას და გიგანტურ ტყავის სკამს არ მოიაზრებს". ფილპოსტს მილერის თქმით, მას თავად მოუწია დენის წყაროს აუზთან ახლოს მოწყობილ დასასვენებელ გარე სივრცეებში დამონტაჟება.
"კლიენტები ხშირად გვთხოვენ, მათი ოთახები სახლის ოფისებად გარდავქმნათ და შესაფერისი ნახატების შერჩევაში დავეხმაროთ", — აღნიშნავს ნიუიორკელი დიზაინერი, კევი დუმეისი და დასძენს, რომ ვიდეოშეხვედრებიც მოდურ ფონს მოითხოვს.
მომავლის ტენდენციების მიხედვით სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები