ნახეთ: ენისტონი და პიტი წლების შემდეგ ეკრანზე ერთად პირველად გამოჩნდნენ
ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის ორი კაშკაშა ვარსკვლავი, რომელთა წარსული ურთიერთობა დღემდე მრავალი განხილვის საგანია, 2001 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდებოდა ეკრანზე ერთად.
და მართლაც, რამდენიმე საათის წინ კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციის დასახმარებლად 1982 წელს გამოსული ცნობილი კომედიური დრამის Fast Times at Ridgemont High სცენარის ონლაინ კითხვა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმაც მიიღეს.
ამ ორ მსახიობს ფილმიდან ერთი უხერხული (და დასამახსოვრებელი) სცენის წაკითხვა მოუწიათ: ფილმის პერსონაჟი ბრედ ჰამილტონი წარმოიდგენს, როგორ ამოდის აუზიდან შიშველი ლინდა ბარეტი და მასზე მასტურბირებს...
ბრედ ჰამილტონის როლი პიტმა მოირგო, ლინდა ბარეტისა კი ენისტონმა.
ამ ცნობილი სცენის სათანადოდ გასაცოცხლებლად Friends-ის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი შესაფერისად მოემზადა: მას ფილმიდან ნაცნობი წითელი ბიუსტჰალტერი აცვია.
ფეისბუქზე დისტანციურ ჩართვაში ასევე მომზადებული გამოცხადდა ბრედ პიტიც:
დიახ, ორივეს კვლავ ერთად ხილვა ის იშვიათი მოვლენაა, რომელიც ჰოლივუდური ამბების მოყვარულებს არ უნდა გამოგრჩეთ: ეს წყვილი 15 წლის წინ დაშორდა და მათ შესახებ უცხოური მედია დღემდე აქტიურად წერს.
ფოტო: Facebook
მეტიც, ჯენიფერ ენისტონმა სცენარში თავისი ნაწილის კითხვისას ბრედ პიტის პერსონაჟს შემდეგი სიტყვებით მიმართ:
"ჰეი, ბრედ. იცოდი, რომ ყოველთვის მიმზიდველ კაცად მიმაჩნდი? ვფიქრობ, რომ ძალიან სექსუალური ხარ. მოხვალ ჩემთან?"
ფოტო: Facebook
ეს მართლა განსაკუთრებული მომენტი იყო.
ფოტო: Facebook
რა თქმა უნდა, პიტი და ენისტონი ერთადერთი ცნობილი სახეები არ იყვნენ, ვინც ამ საქველმოქმედო პროექტში იღებდა მონაწილეობას: მათთან ერთად ისეთმა ვარსკვლავებმა წაიკითხეს ფილმის სცენარი დისტანციურად, როგორებიც არიან მორგან ფრიმენი, ჯულია რობერტსი, შაია ლაბაფი, ჯიმი კიმელი, მეთიუ მაკკონაჰი და შონ პენი.
სრული ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ აქ:
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
კომენტარები