პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უზრუნველყოფა კვლავ ვერ ხერხდება — IDFI
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევით, საქართველოში ფარული მიყურადების არსებული სამართლებრივი მოწესრიგება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარ გარანტიებს კვლავ ვერ უზრუნველყოფს.
კვლევის ძირითადი მიგნებებია:
- მნიშვნელოვან გამოწვევას სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს;
- ნდობის ჯგუფს, რომელიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს, მოქმედი კანონმდებლობით კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმები არ გააჩნია. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კონტროლის დადგენილი წესი არის ბუნდოვანი და სააგენტოს საქმიანობის საფუძვლიანად შემოწმების შესაძლებლობას არ იძლევა;
- პრობლემად რჩება "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის ჩანაწერი, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩარევის უფლებამოსილებას ანიჭებს;
- 2016 წლიდან 2020 წლის პირველი და მეორე კვარტლის ჩათვლით მონაცემებით, სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სასამართლოების მიერ განხილული შუამდგომლობების რიცხვი ჯამში 3 467 იყო. თბილისში შუამდგომლობების მატების ტენდენცია 2016 წლიდან გრძელდება და 2019 წელს უმაღლესი ნიშნული — 669 დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.6%-ით აღემატება.
- 2019 წელს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ჯამში 7084 შუამდგომლობა შევიდა.
ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ თაღლითობასთან დაკავშირებით ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე შუამდგომლობების რაოდენობა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. მათივე ცნობით, 2019 წელს შუამდგომლობით მიმართვის რაოდენობა, აგრეთვე, გაიზარდა განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასთან დაკავშირებით, თუმცა საგრძნობლად, 61.4%-ით შემცირდა ყაჩაღობასთან, ხოლო 36%-ით — ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობასთან და ე.წ. კანონიერ ქურდობასთან მიმართებით.
IDFI-ს განცხადებით, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში განცდა არ არსებობს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებებით პირადი ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური მიზნის პროპორციულად ხორციელდება. მათივე თქმით, ხელისუფლების მიმართ ნდობის ნაკლებობა განპირობებულია მისივე უმოქმედობით აღმოფხვრას არსებული ხარვეზები, რის აუცილებლობაზეც არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს.
IDFI-ს ანგარიში საქართველოში ფარულ მიყურადებაზე შეგიძლიათ სრულად წაიკითხოთ ამ მბულზე.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები