ქართული მარშის წევრებმა ჩვენი ოფისის ბლოკირება სცადეს — ლელო
ლელოს ვაკის ოფისის ბლოკირება რადიკალი დაჯგუფების ქართული მარშის წევრებმა სცადეს, მათი მთავარი მოთხოვნა ლელოს არჩევნებიდან მოხსნა იყო.
რადიკალი ულტრამემარჯვენე დაჯგუფების აქციას ლელოს ოფისთან შეკრებილი ახალგაზრდები, ლელოს მხარდამჭერები და პოლიტიკური ლიდერები, ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე, საბა ბუაძე, ლანა გალდავა, მედეა მეტრეველი, გიგლა მიქაუტაძე, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ოქროაშვილი და ლელოს სხვა ლიდერები დახვდნენ.
ლევან კობერიძემ აქციის მსვლელობისას განაცხადა, რომ როგორც მმართველი გუნდისთვის, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის ლელო არის საშიში, რადგან ძლიერი და გონივრულად დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც რეალური გეგმა აქვს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის. მისივე თქმით, როდესაც ტყუილი აქციებით აპროტესტებენ ჩვენს მუშაობას, მით უფრო ძლიერდება ლელო.
"ლელოს რეიტინგი იმატებს და როგორც მმართველი გუნდი, ასევე მსგავსი პარტიები ცდილობენ და ეცდებიან, სხვადასხვა ცილისმწამებლური ინფორმაციით გადაფარონ ჩვენი წარმატება. „ოცნებისთვის“ „ლელო“ არის ყველაზე დიდი საშიშროება, რადგან რეალური ძალაა, რომელსაც შეუძლია, საქართველოს მდგომარეობა შეცვალოს და ხელისუფლება გადაიბაროს. ამ საშიშროებას ხედავს ქართული ოცნება და ამიტომ ის ჯგუფები, რომელსაც, როგორც წესი, მარგინალური ქმედებები და გამონათქვამები ახასიათებთ, ამის გადაფარვას ცდილობენ ამ აქციებით. აქ გამოთქმული ყველა ბრალდება, რაც გაჟღერდა, არის აბსოლუტური ტყუილი. ლელო არის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს რეალური გეგმა ქვეყნის რეკონსტრუქციის და ლელოს გარდა არცერთ პარტიას არ შეუძლია, ჩაიბაროს ხელისუფლება. ყველაფერი არის დღესავით ნათელი, რაც უფრო გააპროტესტებენ ამ ტყუილი აქციებით ჩვენს წინსვლას, მით უფრო გაძლიერდება ლელო", — აცხადებს ლევან კობერიძე.
აქციაზე ლელოს მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები ამ სამარცხვინო სპექტაკლში მონაწილეობენ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ახალგაზრდებისთვისაც და სხვებისთვისაც მოსპო შესაძლებლობები.
"ეს ხალხი იძულებულია, რომ ამ პერფორმანსში მიიღოს მონაწილეობა. ეს პერფორმანსი კი არის ქართული მარში. ამ ძალას არაფერი საერთო არ აქვს ქართულთან. ეს არის ქართული ოცნების სამარცხვინო ქვედანაყოფი, ყველაზე აგრესიული. შეხედეთ, რას აკეთებენ, რა მოწოდებები აქვთ. ეს არის ამ ხელისუფლების სახე, უბრალოდ, მათ რცხვენიათ, რომ თავიანთი ბრენდით გამოიტანონ ეს ყველაფერი გარეთ და ქართული მარშით, ერთ-ერთი ქვედანაყოფით მართავენ ამ მასკარადს", — აცხადებს საბა ბუაძე.
ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა მედეა მეტრეველმა მიმდინარე აქცია კომიკურად შეაფასა, ხოლო ქართული მარში რუსეთისგან დაფინანსებულ პარტიად გამოცხადა.
"კომიკური იყო ეს ყველაფერი და საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც ასე აშკარად გაზრდიდა რუსეთის საცეცებს საქართველოში. რუსული მარში ფინანსდება რუსეთის მიერ და ამას ძალიან კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ოქტომბერში სწორ არჩევანს გააკეთებს", — აცხადებს მედეა მეტრეველი.
გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგლა მიქაუტაძე მიმდინარე აქციას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს აქცია არის დადებითად მომართული ლელოსკენ.
"ჩვენ თუ ქართული მარში შეგვაქებს და ტაშს დაგვიკრავს, მაშინ გვაქვს საქმე ცუდად. ხოლო რადგან ისინი ჩვენ წინააღმდეგ გამოდიან, ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ კარგად. ეს პრორუსული ძალა, ფსევდოეროვნულები ებრძვიან ლელოს იმიტომ, რომ ნახეს, როგორ ძლიერდება ლელო და გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ", — განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
ქართული მარში ლელოს ოფისის 24-საათიან პიკეტირებას გეგმავდა, თუმცა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებამ ტერიტორია უკვე დატოვა.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები