ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყალბი ფოტოს გავრცელება რუსეთის სპეცსასმახურების ინტერესებში არ შედიოდა
დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტო მიაწოდა ამტკიცებს, რომ ყალბი ფოტოს გავრცელება რუსეთს სპეცსამსხურების ინტერესებში არ შედიოდა. ეს ეჭვი გააჩინა იმ ფაქტმა, რომ ფურცხვანიძე ცნობილია კრემლის დაფინანსებულ ორგანიზაციებთან და პრორუსულ მედიებთან თანამშრომლობით.
ფურცხვანიძე სტუმრად იყო მიწვეული გადაცემა პოლიტმეტრში, სადაც პირველად გასაჯაროვდა სატელიტის ფოტოები. გადაცემის წამყვანებმა მას განუცხადეს, რომ როგორც პროკურატურის, ისე სპეციალისტებისა და პლატფორმა Zoom Earth-ის განცხადებები ადასტურებს, რომ ფოტო მონტაჟია და ჰკითხეს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ყალბი ფოტოს გასავრცელებლად. ფურცხვანიძე პასუხად ამტკიცებდა, რომ ფოტო ყალბი არ არის და მისი დამონტაჟების ინტერესი არავის ჰქონდა. მისივე თქმით, ფოტო სანდო წყარომ მიაწოდა, რომელსაც ენდობა, მაგრამ ვერ დაასახელებს.
ფურცხვანიძე აცხადებს, რომ არ ენდობა ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროა და "თუკი ამის აუცილებლობა იქნება", მას შეუძლია წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც ფოტოს ავთენტურობას დაადასტურებს.
"სპეციალისტები ამბობენ ამას, პროკურატურა ამბობს... თქმას ჯობია, მოიტანონ მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებს იმას, რაც მე წარმოვადგინე. მე შემიძლია, მოვიყვანო კერძო კომპანია, ასეთივე, რომელსაც პროკურატურა ეყრდნობა და ის იტყვის, რომ ამ ექსპერტების დასკვნა არის ყალბი...
მე რომ მოვიტანო დასკვნა, არა სიტყვიერი, არამედ ბლანკზე შესრულებული საკმარისად ავტორიტეტული რომელიმე ევროპული ან ამერიკული კომპანიისა, სადაც იქნება ნათლად, ხაზგასმულად, რომ ეს ფოტოები ავთენტურია და ეს ყველაფერი შეესაბამება სიმართლეს, მერე იმან დამიყენოს ამისი საწინააღმდეგო", — განაცხადა მან.
ფურცხვანიძის მტკიცებით, წყარო, რომელმაც მას ეს ფოტო მიაწოდა არის კომპეტენტური და კვალიფიციური. მისივე თქმით, ფოტო მოპოვებულია სხვა საქმის, კერძოდ ფინანსური მაქინაციების კვლევის პროცესისას.
"არ იყო არავის ინტერესი, ეს იყო ჩემი თხოვნა, რომ მოეპოვებინათ სატელიტის ფოტო. [...] ბაჩალიაშვილის საქმეში არ ვიყავი მე ჩართული. ბაჩალიაშვილის საქმე იყო ერთ-ერთ შემადგენელი იმ ნაწილისა, რომლითაც ვიყავი და ვარ დაკავებული. საქმე უკავშირდება ფინანსურ დიდ "აფიორას", დიდ ტრანზაქციებს და ფულის გათეთრებას".
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ფულის გათეთრების საკითხის წინ წამოწევა რუსული ნარატივის ნაწილი, რომ საქართველო გამოიყენება ფინანსური მაქინაციებისა და ტერორისტების მოსამზადებლად, ფურცხვანიძე პასუხობს:
"საქმე არ ეხება არც პანკისს, არც მსგავს თემებს, ლაპარაკი არის მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოს, ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიის მეზობელი ქვეყნების საფინანსო რესურსები არის გამოყენებული იმისთვის, რომ მოხდეს ესეთი... არ შემიძლია მტკიცებით გითხრათ [უკავშირდება თუ არა ეს ბანკ ქართუს], მაგრამ რამდენიმე ბანკს უკავშირდება".
რაც შეეხება კითხვებს პრორუსულობაზე, ფურცხვანიძე ამბობს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ აქებს და მისი ორგანიზაციის გამოცემული წიგნი, რომელშიც პუტინი დიდ ლიდერადაა მოხსენიებული, მსოფლიოს სხვა ლიდერებზეც გამოიცა. მისივე თქმით, მისი შპს სპუტნიკ ტვ არ არის კავშირში კრემლისტურ გამოცემა სპუტნიკ ჯორჯიასთან.
"თუ საუბარია წიგნზე მსოფლიო ლიდერები, მათ შორის არის არა მხოლოდ პუტინი, არამედ ტრამპიც, სი ძინპინიც. ეს არის კრებული, რომელიც გამოიცემა საერთაშორისო პროექტის ეგიდით. მეტი სხვა დასამატებელი არაფერი მაქვს. [...]
სპუტნიკ ტვ და სპუტნიკ ჯორჯია არ არის ერთი და იგივე. სპუტნიკ ტვ არის შპს, რომელიც არის იურიდიული პირი და არ ფუნქციონირებს", — განაცხადა მან.
ვინ არის დავით ფურცხვანიძე
მითების დეტექტორის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გამოსცა წიგნი "ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი". მათივე ცნობით, დავით ფურცხვანიძე არის ანალიტიკური სააგენტო უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი და მის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია სპუტნიკ ტვ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.
მითების დეტექტორი წერს, რომ ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის და გორჩაკოვის ფონდის გამართულ მრგვალ მაგიდაში. 2018 წელს კი ის პრორუსულ გამოცემა საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ სკრიპალები ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, ამასთანავე აცხადებდა, რომ დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად.
სატელიტის ფოტო ბაჩალიაშვილის საქმეში — რა მოხდა
8 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სატელიტის კადრებით დგინდება, რომ 19-20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ავტობანთან ახლოს, მინდორზე, ანუ იქ, სადაც იგი იპოვეს, არ იდგა. მტკიცებულებად მან წარადგინა სატელიტიდან გადაღებული ფოტო, რომელიც მისი თქმით, ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
მომდევნო დღეებში პროგრამისტმა, უჩა აბაშიძემ განაცხადა, რომ ფოტო ყალბია და შესაძლოა, გამყალბებლის მიზანი ადვოკატის დისკრედიტაცია ან საქმის მსვლელობისთვის ხელის შეშლა იყო.
ფოტოს შესწავლის შემდეგ აბაშიძე მივიდა დასკვნამდე, რომ ის Zoom Earth-ის პროგრამიდანაა აღებული, რომელიც ამინდის მონიტორინგისთვის საჭირო ფოტოებს აჩვენებს — ანუ გადაღებულია სატელიტიდან, მაგრამ ამინდის დადგენის მიზნით. პროგრამისტი განმარტავს, რომ მართალია, Zoom Earth-ზე ფოტოები 10-15 წუთში ახლდება (ამინდიდან გამომდინარე), მაგრამ კონკრეტული ადგილმდებარეობის ახალი და ახლო ფოტოს მოპოვება თითქმის შეუძლებელია.
თუკი პროგრამაში 19 ივლისს მოვძებნით, ამინდის პროგნოზი ნამდვილად გამოჩნდება. რაც შეეხება კადრს, ის შორი ხედით ჩანს. მიახლოების მცდელობის შემდეგ, ეკრანის მარცხენა კუთხეში თარიღი იცვლება და პროგრამა აჩვენებს იმ დროს, როცა ფოტო რეალურად გადაიღეს. უჩა აბაშიძის ექსპერიმენტით, კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, ბოლო ფოტო ამ პროგრამის ფარგლებში 2019 წლის ნოემბერსაა გადაღებული და ის იმ ფოტოს იდენტურია, რომელიც რამიშვილმა გაავრცელა, მცირედი სხვაობით, ჩაფოტოშოფებულია მანქანები. პროგრამისტი ამბობს და ვებგვერდის შემოწმებითაც დასტურდება, რომ 2020 წლის 19 ივლისის ფოტო ამ პლატფორმაზე არ იძებნება.
მისი ეს განცხადება დაადასტურა Zoom Earth-ის ოფიციალური ტვიტერის ექაუნთმაც. მათ აღნიშნეს, რომ ფოტო ყალბია.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ არ დასახელებდა ფოტოს წყაროს, სანამ პროკურატურის დასკვნა არ გახდებოდა ცნობილი. დღეს, 18 სექტემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია. მათი თქმით, ამაზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ.
ამის შემდეგ რამიშვილმა დაასახელა წყარო, რომელიც დავით ფურცხვანიძე აღმოჩნდა. თავის მხრივ ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ ფოტო სხვამ მიაწოდა და წყაროს არ ასახელებს.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები