უნდა გვახსოვდეს, ივანიშვილმა რუსების დავალებით გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა — უგულავა
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
გიგი უგულავას თქმით, რეგიონში არის მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება, ხოლო ამ ადამიანების ერთადერთ იმედად დარჩენილი პორტი, ბიძინა ივანიშვილმა რუსების დავალებით არ ააშენა.
უგულავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მისი გუნდის ამოცანა იქნება ამ პორტის აშენება, რათა როგორც რეგიონს, ისე მთლიანად საქართველოს მოუტანოს კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები და გარდამტეხი ცვლილებები.
"ჩვენ ახლა ვიმყოფებით აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილზე, ჩემ წინ არის ხიდი და აქეთ არის უკვე აფხაზეთის მიწა და ჩვენ ახლა ვიმყოფებით აფხაზეთის მიწაზე. აქ მთავრდება განმუხური და აქ არის ბოლო ბლოკპოსტი და იქით უკვე დგანან რუსი მესაზღვრეები, რუსი ოკუპანტები, რომლებიც ყოფენ ჩვენ ქვეყანას და წარმოადგენენ აქ საფრთხეს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ, ზუსტად ამ ტერიტორიაზე, ბატონმა ივანიშვილმა, რუსების დავალებით გააჩერა პორტის მშენებლობა, პორტი, რომელსაც უნდა დაესაქმებინა არამარტო ზუგდიდი, არამედ მთლიანი სამეგრელო და ვინ იცის, იმერეთიდან და გურიიდან უამრავი ჩვენი თანამოქალაქე", — აცხადებს უგულავა.
მისივე თქმით, დღეს ამ პორტის მშენებლობა შეჩერებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, ეს არის მაამებლობა რუსეთისადმი და აუტანლობა ყველა განსხვავებულისადმი, რომელიც არ ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს.
"ჩვენ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ როგორც კი ივანიშვილს მოვიშორებთ, ავაშენებთ ამ პორტს და ეს პორტი იქნება სიმბოლო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, ჩვენი განვითარების და უამრავი სამუშაო ადგილის და ახალი პერსპექტივების გაჩენის.
ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს იმიტომ, რომ ეს პორტი არ იყო მხოლოდ პორტი ამ ქვეყნისთვის, ეს იყო სიმბოლო განვითარების და გაერთიანების და ყველაფერი წინააღმდეგი იმის, რის წინააღმდეგაც დღეს გამოდის ბიძინა ივანიშვილი", — განაცხადა გიგი უგულავამ.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები