პარტია რეფორმერი საპარლამენტო არჩევნებში 13 ნომერით მიიღებს მონაწილეობას
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტია რეფორმერი 13 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.
19 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა საარჩევნო სუბიექტების წილისყრის პროცედურა. პარტია რეფორმერს ნომერი 13 წილისყრის პროცედურის შედეგად მიენიჭა.
პარტია რეფორმერი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა 2020 წლის 10 აგვისტოს. რეფორმერი პოლიტიკურ პარტიად დაფუძნებამდე წარმოადგენდა ახალგაზრდულ პლატფორმას და ახორციელებდა სხვადასხვა სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ეს პროექტები მიმართული იყო ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისა და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნისთვის.
პარტია რეფორმერმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ვაკის, მთაწმინდის, ისნის, გლდანის, დიდუბე-ჩუღურეთის, აგრეთვე ბათუმისა და მცხეთა-თიანეთი-დუშეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქებში.
" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება რადიკალურად გადამწყვეტი არჩევნები. 30 წელია, ქართულ პოლიტიკაში ერთი და იგივე სახეები ტრიალებს, ისინი გვაძლევენ დაპირებებს ხან ერთი, ხან მეორე პარტიიდან, მაგრამ რეალურად არაფერი კეთდება და ქვეყნისთვის არაფერი იცვლება. ამ პროცესებში იკარგება დრო. რეფორმერი არასდროს გახდება ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ამიტომაც დავიწყეთ ახალი, განსხვავებული პროცესების შექმნა" — განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა, პარტია რეფორმერის თავმჯდომარემ
მისი თქმით, დღეს საქართველოს წინაშე დგას მწვავე პრობლემები ქვეყნის ყველა სტრატეგიული მიმართულებით, დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული ეროვნული უსაფრთხოებით.
"ჩვენ თავი მოვუყარეთ წარმატებულ, მოტივირებულ და პროფესიონალ ადამიანებს ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, ტექნოლოგიების, უსაფრთხოებისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით, რომლებსაც რეფორმერის პლატფორმა აძლევს საჭირო ინსტრუმენტებს და საშუალებებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა მოახმარონ ქვეყნის განვითარებას.
ჩვენ გვსურს შევქმნათ ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთვის. სადაც, გადაწყვეტილებებს მიიღებენ პროგრესულად მოაზროვნე, პროფესიონალი, მოტივირებული, მიუკერძოებელი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ ქვეყნის მართვის თანამედროვე საჭიროებებს. ჩვენი მიზანია ჩვენი გამოცდილება და რესურსი გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და დავამკვიდროთ პოლიტიკის ახალი სტანდარტი", — აცხადებს პარტია რეფორმერის დამფუძნებელი თორნიკე ჯანაშვილი.
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
კომენტარები