TBC PAY-ში ადამიანების გვერდით რობოტები იმუშავებენ
TBC PAY ქართული ფინტექ-ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და გამორჩეული წარმომადგენელია. თავდაპირველად, კომპანიის მიზანი ბანკის გადასახადებისგან განტვირთვასთან იყო დაკავშირებული.
დღეისათვის კი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ მომხმარებელსა და ბიზნესს გაუმარტივოს სერვისების გადახდების პროცესი. სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული თიბისი ფეის 3600-მდე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გარდა, მომხმარებელს დისტანციური გადახდის საშუალებებსა და მობილურ აპლიკაციას სთავაზობს.
არ არის გასაკვირი, რომ კომპანიის ზრდისა და განვითარების პარალელურად საგრძნობლად იმატა რუტინული და განმეორებადი დავალებების რაოდენობამ, რაც უზარმაზარ ადამიანურ რესურსს მოითხოვდა. ამასთან, დავალებები საერთოდ არ საჭიროებდა კრეატიულ ან/და განსხვავებულ მიდგომებს - ისინი იყო ერთფეროვანი და განმეორებადი.
სწორედ ამ მიზეზით თიბისი ფეიმ მიიღო გადაწყვეტილება პროცესების რობოტიზაციის ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ.
TBC PAY გახდა თიბისი ჯგუფის პირველი კომპანია, რომელმაც RPA ტექნოლოგია (Robotic Process Automation), იგივე პროცესების რობოტიზაცია დანერგა. სისტემის დახმარებით, უკვე შესაძლებელია უამრავი სტანდარტიზირებული პროცესის ავტომატიზება, რაც საგრძნობლად ამარტივებს და აჩქარებს სამუშაო პროცესს.
რობოტიზაციის დანერგვით ყოველდღიური რუტინული საქმიანობა სრულად გადადის რობოტების ხელში და შესაბამისად თავისუფლდება მეტი დრო, რომელიც თვითგანვითარებასა და გაცილებით საინტერესო საკითხებთან გამკლავებაში შეიძლება დაიხარჯოს.
პროგრამული რობოტი ერთგვარი ციფრული თანამშრომელია, რომელიც მუშაობს 24/7-ზე, არ უშვებს შეცდომას და ყოველგვარ სამუშაოს უმოკლეს დროში ასრულებს. ეს კი, თავის მხრივ, ინფორმაციის და შესრულებული სამუშაოს 100% ვალიდურობას უზრუნველყოფს.
ამასთან, არსებობს 2 განსხვავებული ტიპის პროგრამული რობოტი - პირველი სრულად დამოუკიდებლად მუშაობს, ხოლო მეორე ერთგვარი ასისტენტია, რომელიც მზად არის გადაიბაროს ნებისმიერი დავალება მუშაობის პარალელურად.
NGT ჯგუფისა და თიბისი ფეის გუნდის ერთობლივი ძალისხმევით, მოხდა არსებული პროცესების გაანალიზება და შემუშავდა რობოტიზაციის სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს ავტომატიზებადი პროცესების იდენტიფიკაციასა და სწორი რობოტის შერჩევას. კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტი იყო ისეთი სისტემის შერჩევა, რომლის გამოყენებასაც შეძლებს ნებისმიერი ბიზნეს მომხმარებელი - ყოველგვარი პროგრამირების ცოდნის გარეშე. ასეთივე მნიშვნელობა ენიჭება პლატფორმის სანდოობას, უსაფრთხოებასა და მოქნილობას.
აღსანიშნავია, რომ TBC PAY-ს რობოტიზაციის პროცესი კვლავინდებურად აქტიურად მიმდინარეობს. გარკვეული პროცესების ავტომატიზაცია უკვე დასრულებულია, ხოლო ნაწილი დაგეგმარების და ზოგიერთი მათგანი უკვე დანერგვის ეტაპზეა.
რობოტიზაციის დახმარებით თიბისი ფეიმ სრულად გააუმჯობესა ინფორმაციის გამტარუნარიანობა, დააჩქარა შიდა პროცესები, გააუმჯობესა ყოველდღიური სერვის რეპორტების გენერირება, პრობლემების ავტომატური იდენტიფიკაცია, სისტემური მონიტორინგი და სხვა.
---
პროცესების რობოტიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დარეგისტრირდით NGT ჯგუფის ვებინარზე, რომელიც გაიმართება 30 სექტემბერს - რეგისტრაცია
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები