ქართული ბანკები FinCEN-ის ანგარიშში — საეჭვო გადარიცხვები და ფულის გათეთრების ბრალდება
საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მიმდინარეობდა გადარიცხვები მსოფლიოს უმსხვილეს ბანკებს შორის. მათი განცხადებით, ეს გადარიცხვები ფულის გათეთრების ეჭვებს აჩენს და მათ შორის სამი ქართული ბანკიც მოხვდა. დოკუმენტების მიხედვით, TBC-დან, საქართველოს ბანკიდან და პროკრედიტ ბანკიდან, საეჭვო მიზნით, არაერთი მსხვილი ტრანზაქცია განხორციელდა.
აღნიშნულ რუკაზე დაყრდნობით, TBC ბანკს 167 ტრანზაქცია აქვს განხორციელებული, რითაც მიიღო 1 012 080 მილიონი დოლარი, ხოლო გაგზავნა 17 884 899 დოლარი. საქართველოს ბანკმა მიიღო 8 042 752 დოლარი, ხოლო გაგზავნა 81 000 დოლარი. პროკრედიტ ბანკმა კი ჯამში 414 418 დოლარის თანხა გაგზავნა.
რაც შეეხება ტრანზაქციებს:
- TBC ბანკიდან 2007 წლის 18 ოქტომბრიდან 2011 წლის 11 ოქტომბრამდე Habib ბანკის ციურიხის ფილიალში 161 ტრანზაქცია განხორციელდა. ჯამში რაოდენობამ კი 16 084 899 აშშ დოლარი შეადგინა;
- საქართველოს ბანკიდან 2011 წლის 8 ივლისიდან 2011 წლის 26 იანვრამდე Habib ბანკის ციურიხის ფილიალში სულ 2 ტრანზაქცია განცხორციელდა. ჯამში კი მათმა გადარიცხვის რაოდენობამ 81 000 დოლარი შეადგინა;
- JSC TBC ბანკიდან 2013 წლის 15 ნოემბრიდან 2013 წლის 15 ნოემბრამდე Uralsib ბანკში ერთი ტრანზაქცია განხორციელდა. ჯამში გადაირიცხა 2 489 აშშ დოლარი;
- პროკრედიტ ბანკიდან 2016 წლის 2 თებერვლიდან 2016 წლის 22 მარტამდე საქართველოს ბანკის მიმართულებით 10 ტრანზაქცია შესრულდა. ჯამში 414 418 დოლარის ღირებულების.
- Ras-ის ეროვნული ბანკიდან (გაერთიანებული ემირატები) TBC ბანკის მიმართულებით 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 იანვრამდე სულ 5 ტრანზაქცია განხორციელდა. ჯამში მათი რაოდენება 1 012 080 აშშ დოლარია.
- TBC ბანკიდან 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2012 წლის 10 დეკემბრამდე რუსეთის Sberbank-ში ერთი ტრანზაქცია განხორციელდა, რომლითაც 1 800 000 აშშ დოლარი გადაირიცხა.
- Raiffeisenbank-დან საქართველოს ბანკში 2016 წლის სამი ოქტომბრიდან 2016 წლის 28 დეკემბრამდე 13 ტრანზაქცია განხორციელდა. სულ გადაირიცხა 7 628 334 აშშ დოლარი.
ჩანაწერებში შედის 2 100-ზე მეტი საეჭვო საქმიანობის ანგარიში, რომლებიც შეიტანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელში — FinCEN. დოკუმენტები თავდაპირველად BuzzFeed News-მა გაუზიარა ICIJ-ს (საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს) და 108 მედიაპარტნიორს 88 ქვეყანაში.
საიტზე ნაჩვენებია ასევე ტრანზაქციების რუკა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია 2000-2017 წლებში 2 ტრილიონის ოდენობის თანხის ტრანზაქციებზე, რომლებიც ფინანსური ინსტიტუტების მიერ საეჭვოდ შეფასდა.
ამ რუკაში, ასევე, მოცემულია ინფორმაცია აშშ-ში დაფუძნებული "კორესპონდენტული" ბანკების შესახებ, რომლებიც 150-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიებზე არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევენ, ოპერაციები აშშ დოლარში განახორციელონ.
დოკუმენტები აჩვენებს, როგორ იყენებდნენ რუსი ოლიგარქები ბანკებს, რათა თავიდან აეცილებინათ სანქციები, რომლებიც მათ მიერ დასავლეთში ფულის დაბანდების წინააღმდეგ იყო მიმართული.
On.ge ბრალდებებზე საპასუხოდ ხსენებულ ბანკებს დაუკავშირდა. TBC ბანკში განგვიცხადეს, რომ ისინი კანონის შესაბამისად ქმედებებენ და მათი ყველანაირი ტრანზაქცია კანონიერია. საქართველოს ბანკი კი ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეებს.
On.ge ამ დრომდე ცდილობს პროკრედიტ ბანკთან დაკავშირებას.
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები