ბრეგაძეს ჩანაწერში რუსეთის ნდობას ჰპირდებიან, ის საუბარს ადასტურებს, თუმცა დამონტაჟებულს უწოდებს
ვრცელდება ჩანაწერი, რომელშიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, წარსულში კგბ-ს თანამშრომელი, იგორ მოროზოვი ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური პოლიტიკური პარტიიის ქართული მარშის ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს თანამშრომლობას სთავაზობს. ჩანაწერში ისმის, რომ მოროზოვს სურს ბრეგაძემ გაარკვიოს საქართველოში რუსული გაზის შემოტანის საკითხი და ჰპირდება მას, რომ რუსეთის ფედერაციის ნდობით აღჭურვილი პირი და მათი წარმომადგენელი იქნება.
აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელ YouTube-ზე გავრცელდა, ტელეკომპანიები კი აცხადებენ, რომ ის არაიდენტიფიცირებადი ელექტრონული ფოსტით მიიღეს. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა, On.ge-სთან საუბარში სანდრო ბრეგაძე ადასტურებს, რომ იგორ მოროზოვს იცნობს და აცხადებს, რომ მასთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდა. ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია, მაგრამ ვერ ახერხებს თქმას, თუ რა ნაწილია შეცვლილი.
ჩანაწერში, რომელიც მიმდინარე წლის 16 აპრილით თარიღდება, ისმის შემდეგი:
იგორ მოროზოვი: ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ პროპან/ბუტანის ბიზნესი საქართველოში ძალიან კარგად წავიდოდა. ამიტომ, თუ ამ საქმეს შენ მოკიდებ ხელს, კარგადაც გამოიმუშავებ.
სანდრო ბრეგაძე: კარგით, მომწერეთ. აღდგომის შემდეგ, რადგან ახლა ვინმეს მოძებნა ძალიან რთულია.
იგორ მოროზოვი: არა, ახლა არა. კორონავირუსი რომ ჩაივლის მერე.
სანდრო ბრეგაძე: კარგით. მეც მანამდე ვიმუშავებ, რომ ყველაფერი მოვაგვარო და მოგაწვდით ინფორმაციას.
იგორ მოროზოვი: კი, დაიწყე.
აუდიოჩანაწერში მოროზოვი ამბობს, რომ პროპან/ბუტანი იმ სახლებისთვისაა აუცილებელი, სადაც გაზიფიცირება არ არის. მისივე თქმით, რუსეთში ყველაფერი გაზიფიცირებულია, თუმცა ის მაინც იწარმოება, ამიტომ საქართველოს ხელსაყრელ ადგილად განიხილავენ, სადაც რუსული გაზის გასაღებას შეძლებენ.
ბრეგაძე მოროზოვს დავალების შესრულებას ჰპირდება. ამავდროულად მოროზოვიც აძლევს პირობას, რომ პარტნიორებთან იმუშავებს, იმისათვის, რომ ბრეგაძე "მთავარი" გახდეს.
სანდრო ბრეგაძე: მე ვიცი ვიღაცები, ისინი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ საჭიროა მათთან საუბარი, საკითხის მათთვის გაცნობა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს მოვაგვარებ.
იგორ მოროზოვი: მე შენ დაგაკავშირებ ბიზნესმენს, რომელიც ამ საკითხით 20 წელია დაკავებულია. ის შენ კონსულტაციასა და დახმარებას გაგიწევს. მე მას ვუთხარი, რომ საქართველოში მხოლოდ შენ შეიძლება იყო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი.
ბრეგაძე პრობლემას არა რუს დეპუტატებთან ურთიერთობაში და რუსული ინტერესების შესაბამისად საქართველოში გაზის შემოტანაში, არამედ იმაში ხედავს, რომ მისი საუბარი ჩაიწერეს. როგორც ის On.ge-სთან აცხადებს, აქვს მოლოდინი, რომ პირადი ცხოვრების კადრებს გაუვრცელებენ, თუმცა არც სატელეფონო ჩანაწერზე და არც კადრების შესახებ საგამოძიებო ორგანოებისთვის არ მიუმართავს, რადგან ამის "აზრს ვერ ხედავს".
"ჩემს მეგობრებს, ვის, როგორ, სად, როდის ვესაუბრები არ მახსოვს. ნამდვილად არ მახსოვს 6 თვის წინ კონკრეტულად ვისაც ვესაუბრე. კიდევ სხვა ჩანაწერები ექნებათ და ველოდები, რომ მალე გამოაქვეყნებენ", — განაცხადა ბრეგაძემ.
On.ge-სთან ბრეგაძემ რამდენჯერმე სცადა პასუხისმგებლობის არიდება და ისაუბრა იმაზე, რომ რუს დეპუტატებთან კონტაქტი აქვს სხვა პოლიტიკოსებსაც. ამიტომ, მოითხოვა, რომ პასუხი სხვასაც მოეთხოვოს. გარდა ამისა, ის ამტკიცებს, რომ რუსული გაზის შემოყვანა საქართველოში პოლიტიკური საკითხი არ არის და არც მის პრორუსულ დამოკიდებულებებთანაა კავშირში.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები