საქართველო ოკუპაციით მიყენებულ ზიანთან შესაგუებლად მზად არაა — სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ონლაინღონსიძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არ არის მზად შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით სიცოცხლესა და უფლებებს მიადგა. გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოებისათვის გაკეთებულ ვიდეომიმართვაში მან, ასევე, გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე ისაუბრა. აგრეთვე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობასა და კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში განათლებული მოქალაქეების როლზე.
"მომავალი რომელიც ჩვენ გვსურს" ოთხ საფუძველზე დგას: ზურაბიშვილის თქმით, ეს საფუძვლებია.
- პირველი — მშვიდობა. გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გენერალური მდივნის მოწოდება ჯერჯერობით არ იქნა მხედველობაში მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს, ჩვენი ქვეყანა არ არის მზად შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს. მაშინ როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად გაყინული მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა;
- მეორე — სიცოცხლისუნარიანი პლანეტა. ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა; დაგვარწმუნა, რომ ენერგიის მდგრად ტრანზიციასა და რესურსების მართვას ახლებურად შევხედოთ. ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში;
- მესამე — ინკლუზიური და ჯანმრთელი საზოგადოება. კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა. საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია. ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი "ნდობის სამკუთხედისა" და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით. ნდობა და სოლიდარობა გადამწყვეტი იქნება ჩვენი საზოგადოებებისათის, რათა ხვალინდელი დღისათვის საჭირო გამძლეობა განავითარონ.
- მეოთხე და ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი, განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში.
მისივე განცხადებით, მიუხედავად ინფორმაციის სანდოობის მიმართულებითა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეებისა, ინტერნეტის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა განათლების, კულტურისა და კრეატიული ზრდის მიმართულებით. მან აღნიშნა, რომ მომავალი განვითარების ერთადერთი საშუალება და ძირითადი რესურსი ცოდნისა და უნარების მქონე მოქალაქეები არიან.
"ტოლერანტობა, რომელსაც ჩვენ, ქართველები ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობად მივიჩნევთ, ინტელექტსა და მორალურ სოლიდარობასთან ერთად — ის ღირებულებებია, რომლებმაც გაურკვევლობებით აღსავსე დროში გზა უნდა გაგვიკვალონ. გაერო, რომელიც ჩვენ გვჭირდება შთააგონებს ჩვენს მოქალაქეებს და შექმნის ნდობასა და ეფექტიან ლიდერობას. ჩვენი და ჩვენი ძველი, მაგრამ ახალგაზრდა ორგანიზაციის მომავალი ჩვენს ხელთაა", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიება, რომელსაც გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები მონაწილეობდნენ, პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები